ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო ხომალდები შემოვიდნენ
საქართველო, თბილისი - 13:25 | 08.11.2021 ნანახია: 17397ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის საზღვაო ხომალდები „მაუნთ უიტნი“ და „პორტერი“ შემოვიდნენ. ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი“ საქართველოში დაბრუნდა.
ბათუმის ნავსადგურში ამერიკული ხომალდების საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა.
„ეს ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატო-ს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის ძალზედ მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის. საქართველო მტკიცე და ერთგული პარტნიორია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით.
წინა პერიოდში, 2021 წლის თებერვალში აშშ-ის ხომალდმა, „დონალდ ქუქმა (DDG 75)” განახორციელა ვიზიტი ბათუმის პორტში. 2021 წლის მაისში „ლეჯენდ” კლასის სანაპირო დაცვის ხომალდი „ჰამილტონი (WMSL-753)” ბათუმში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ურთიერთთავსებადობის წვრთნების დასრულების შემდგომაც შეჩერდა.
„საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ნატოს ღირებული პარტნიორია”, – განაცხადა ნატო-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების (STRIKFORNATO) სარდლის მოადგილემ, ზურგის ადმირალმა ჯეიმს მორლიმ.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ნატოსა და ჩვენ ქართველ კოლეგებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ბათუმში”, – აღნიშნა მორლიმ.
აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და ნატო-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების პირადი შემადგენლობა „მაუნთ უიტნიზე” იმყოფება და ერთიან გუნდად მოქმედებს. სარდლობებს შორის თავსებადობა და მათი ყოფნა ამ რეგიონში, წარმოაჩენს აშშ-ნატო-ს ერთგულებას შავი ზღვის რეგიონისადმი და მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართ ამ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად.
ბათუმში ყოფნისას ქვეყნის მდიდარი ისტორიის გაცნობითა და ადგილობრივ ხალხთან ურთიერთობით გემების ეკიპაჟები ქართულ კულტურასა და ტრადიციებს შეიცნობენ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მაუნთ უიტნი“ ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა