საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება
საქართველო, თბილისი - 18:36 | 13.01.2022 ნანახია: 16696საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრებს მასპინძლობს.
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განიხილავს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს უცხოელ კოლეგებთან. სხდომის დაწყებამდე თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა.
"საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უკრაინელ და სლოვაკ კოლეგებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საუბრის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მზარდი როლი წარმოადგენდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაცია დაგმო და ყურადღება ვითარების მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების პრინციპების დაცვით მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ქართველმა და უკრაინელმა კოლეგებმა ერთმანეთს ინფორმაცია ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესზეც გაუზიარეს. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევებისა და რუსეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეების ფონზე, ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება ქართული მხარისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესახებ მან სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე ისაუბრა და ნატოს წევრ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა სლოვაკეთის მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, ასევე, ორმხრივ თუ ნატოსა და ევროკავშირის ფორმატებში სლოვაკეთის მიერ გაწეული დახმარება გაიხსენა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბრიუსელში, ბელგიაში 12-13 იანვარს იმართება, სადაც უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა