ცდილობდა ერთ-ერთი შვილის დახრჩობას, მეორეს კი სახეში გაარტყა - ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს
საქართველო, თბილისი - 14:36 | 05.10.2022 ნანახია: 16090მსახიობი ანჯელინა ჯოლი ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი ქმარი ბრედ პიტი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და მათ შვილებზე. ამის შესახებ საუბარია სარჩელში, რომელიც ჯოლიმ ლოს ანჯელესის სასამართლოში 4 ოქტომბერს შეიტანა. იუწყება The New York Times.
ჯოლი დეტალურად აღწერს ჩხუბს, რომელიც მისი თქმით, ჩხუბი 2016 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც ის პიტთან და ექვს შვილთან ერთად კერძო თვითმფრინავით საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში მიფრინავდნენ. ჯოლის თქმით, ჩხუბის დროს პიტი ცდილობდა ერთ-ერთი შვილის დახრჩობას, მეორეს კი სახეში გაარტყა.
ჯოლის განცხადებით, ჩხუბი ჯერ კიდევ აეროპორტში მისვლამდე დაიწყო. პიტს კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ შვილთან, ხოლო როდესაც ჯოლი შეეცადა გაერკვია რა მოხდა, ქმარმა ის შვილების მიმართ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. ჯოლის თქმით, დაპირისპირება თვითმფრინავის ბორტზე, აბაზანაში მოხდა.
„პიტმა ჯოლის თავში ხელი სტაცა და შეანჯღრია, შემდეგ ხელები მხრებში ჩაავლო და ისევ შეანჯღრია“, - ნათქვამია საჩივარში. ასევე აღნიშნულია, რომ ანჯელინა ჯოლი ამტკიცებს, რომ პიტი მივარდა ერთ-ერთ ბავშვს, რომელმაც დედის დაცვა სცადა.
სარჩელში ნათქვამია, რომ ბრედ პიტმა ჯოლისა და ბავშვებს ლუდი და ღვინო შეასხა. როდესაც თვითმფრინავი დაეშვა, ჯოლიმ ქმარს უთხრა, რომ ის და ბავშვები სასტუმროში წავიდოდნენ, პიტმა კი დაუყვირა და მხრებში ეცა. ერთ-ერთმა შვილმა მამას სთხოვა დედისთვის ტკივილი არ მიეყენებინა, რის შემდეგაც პიტმა ჯოლის ხელი გაუშვა და მას „ძუკნა“ უწოდა, შემდეგ კი დაამატა: „წადით, თქვენი!“
ხუთი დღის შემდეგ ანჯელინამ განქორწინებაზე სასამართლოში განცხადება შეიტანა.
ბრედ პიტის წარმომადგენელი ყველა ბრალდებას უარყოფს.
"ის აგრძელებს ლაპარაკს 6 წლის წინ მომხდარ ამბავზე. ყოველ ჯერზე ამატებს ცრუ დეტალებს. ეს ბრალდებები თავიდან ბოლომდე ტყუილია".
მიმდინარე წლის თებერვალში პიტმა ჯოლის საფრანგეთში მდებარე ვენახის გაყიდვის გამო სასამართლოში უჩივლა. შატო წყვილმა 2008 წელს, ერთობლივად შეიძინა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა