საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო Agro, Food, Drink, Tech, Expo 2022 ჩატარდება
საქართველო, თბილისი - 13:40 | 16.11.2023 ნანახია: 10839საქართველოს ბანკი აგრო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით 17 – 19 ნოემბერს, „ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2022 გაიმართება.
ექსპოს მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების წახალისება და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს. წელს გამოფენაში 6 ქვეყნიდან 70 - მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მომხმარებლებსა და ინვესტორებს წარუდგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი და შესაბამისად, გაზარდონ მათი პროდუქტის ცნობადობა. ასევე, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობით, სხვადასხვა თემატური კონფერენცია, ვორქშოფი და B2B შეხვედრა ჩატარდება.
მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი ალექსანდრე მელქაძე, რომელიც სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ინდუსტრიისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებზე ისაუბრებს.
„გამოფენაზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგრო სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, ამასთანავე შეხვნენ ახალ ბიზნეს სპარტნიორებს და დაამყარონ სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს ბანკისთვის სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით ჩვენ არაერთი პროდუქტი და სერვისი შევქმენით, რომელზეც ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრებ და მეწარმეებს გავაცნობ თუ რა სახის მხარდაჭერას ვთავაზობთ. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებისკენ მიმართული ინციტიატივების მხარდაჭერას“ ,- განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, საქართველოს ბანკის აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, გამოფენის პარალელურად, 17–18 ნოემბერს, ექსპოჯორჯიაში აგრობაზარი გაიმართება, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ავთენტური პროდუქტი შეიძინონ.
საქართველოს ბანკის აგროპროდუქტების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა