Volvo-მ თებერვალში 50,315 ავტომობილი გაყიდა
საქართველო, თბილისი - 19:09 | 14.03.2024 ნანახია: 424550,315 გაყიდული ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით ერთ თვეში - ასეთია თებერვლის მონაცემები, რომლებსაც Volvo cars ავრცელებს. კომპანიის ისტორიაში პირველად, გაყიდულ ავტომობილებს შორის ყველაზე მაღალი ელექტრიფიცირებული მოდელების წილი აღმოჩნდა. საუბარია როგორც სრულად ელექტრულ, ისე ჯამურად ელექტრულ და plug-in ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. კომპანიაში ამ ისტორიულ შედეგს ახალი, EX30 (SUV-ის) გაზრდილი გაყიდვებით ხსნიან.
სრულად ელექტრული ავტომანქანების წილმა თებერვალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული მანქანების 22% შეადგინა, ხოლო სრულად ელექტრული ავტომანქანებისა და plug-in ჰიბრიდების ჯამური გაყიდვები 44%-ს გაუტოლდა.
ევროპის ქვეყნებში გაყიდვების მაჩვენებელი, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა და, ჯამში, 26,773 ავტომობილი შეადგინა. სრულად ელექტრული ან ძალური გადაცემის მქონე plug-in ჰიბრიდული ავტომანქანების გაყიდვები - 18%-ით, ხოლო სრულად ელექტრული ავტომანქანების გაყიდვები, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა.
ჩინეთში 7,911 ავტომობილი გაიყიდა, რაც 39%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით. გაყიდვების შემცირებას მთვარის ახალი წლის დღესასწაულს უკავშირებენ, რომელიც ქვეყანამ სწორედ თებერვალში აღნიშნა.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ 2024 წლის თებერვალში, ჯამში, 7,920 ავტომანქანა გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. 2023 წლის თებერვალთან შედარებით, სრულად ელექტრული ან ძალური გადაცემის მქონე plug-in ჰიბრიდული ავტომანქანების გაყიდვები 6%-ით გაიზარდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდული ავტომანქანების 32% შეადგინა.
2023 წლის დეკემბერში Volvo Cars-მა სრულად ელექტრული ავტომანქანების ოჯახის ახალი წევრი - EX30 წარადგინა. 2024 წლის პირველ ორ თვეში ჯამური გაყიდვების რიცხვი 5,863 ერთეული იყო. აღნიშნული ავტომანქანების მომხმარებლებისთვის მიწოდება ევროპაში, იაპონიასა და ბრაზილიაში დაიწყო, რასაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვა ბაზრებიც შეუერთდება.
მსოფლიო მასშტაბით, თებერვალში Volvo XC60 ისევ ყველაზე გაყიდვად მოდელად დარჩა. გაყიდვების რაოდენობამ 16,026 ავტომანქანა შეადგინა. მას XC40 მოჰყვება, 13,193 ავტომანქანის გაყიდვებით. მესამე ადგილს კი მოდელი XC90 იკავებს, 7,299 გაყიდული ავტომანქანით.
2023 წლის განმავლობაში Volvo Car Group-ის ძირითადმა საოპერაციო მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს - 25,6 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია. კომპანიის შემოსავალი გასულ წელს რეკორდული - 399,3 მილიარდი შვედური კრონა იყო, ხოლო გლობალური გაყიდვების რიცხვი ასევე რეკორდული - 708,716 ავტომანქანა.
Volvo Car Group-ის შესახებ: კომპანია Volvo Cars 1927 წელს დაარსდა. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო ბრენდია, რომლის მიერ წარმოებული ავტომანქანები 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. Volvo Cars-ის აქციები Nasdaq Stockholm-ის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, სადაც ისინი "VOLCAR B"-ს სიმბოლოთი ივაჭრება.
„აუცილებელია ცხოვრებისთვის. მიანიჭეთ ადამიანებს თავისუფლება, გადაადგილდნენ დამოუკიდებლად, სტაბილურად და უსაფრთხოდ“ - ამ მიზანს ეფუძნება Volvo Cars-ის სტრატეგია - გახდეს სრულად ელექტრული ავტომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის და მისი ვალდებულებაა, მუდმივად შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი და უკვე 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ უვნებელ კომპანიად მოგვევლინოს.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, Volvo Cars-ში სრულ განაკვეთზე დასაქმებული იყო დაახლოებით 43,400 თანამშრომელი. Volvo Cars-ის სათავო ოფისი, პროდუქციის შემუშავების, ასევე მარკეტინგისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტები ძირითადად განლაგებულია შვედეთში, ქალაქ გეტებორგში. Volvo Cars-ის საწარმოო ობიექტები კი - გეტებორგში, გენტში (ბელგია), სამხრეთ კაროლინაში (აშშ), ჩენგდუში, დაქინგსა და ტაიჩჟოუში (ჩინეთი). კომპანიას ასევე აქვს კვლევისა და განვითარების, საპროექტო ცენტრები გეტებორგსა და შანხაიში (ჩინეთი).
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა