png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მაისში აჭარაში ტურისტების 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა

  • ეკონომიკა
  • 13.07.2016
  • 09:58
მაისში აჭარაში ტურისტების 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაისში აჭარაში ტურისტების 18,69 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. მაისის განმავლობაში რეგიონს 44, 567 ტურისტი, მათ შორის 28 884 უცხოელი და 15 683 შიდა ტურისტი სტუმრობდა.

რაც შეეხება იანვარ-მაისის პერიოდს, 5 თვის განმავლობაში აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,50 % -თაა გაზრდილი, რაც 79 431 უცხოელ, ხოლო 42 837 შიდა ტურისტს გულისხმობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

საზღვრის მონაცემების მიხედვით კი ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) საჰაერო ტრანსპორტით აჭარაში 42 268 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74,29%-იან ზრდას გულისხმობს. ქვეყნების მხრივ ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან და ლიტვადან შეინიშნება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14-ჯერ გაიზარდა ებრალი და 5,5-ჯერ ყაზახი ვიზიტორების, ხოლო 78,4%-ით ბელარუსი,  57,56%-ით რუსი და  13,56% -ით ლიტველი ვიზიტორების რაოდენობა.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, აქ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით  ვიზიტორთა 17,82 %-იანი მატება შეინიშნება. განსაკუთრებული ზრდა კი ირანიდან და ყაზახეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე ფიქსირდება. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან რეგიონში  შემოსული ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 7-ჯერ, ყაზახი ვიზიტორებისა კი 30,43% -ით გაიზარდა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის წყარო არის რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსების ობიექტები. მონაცემების დამუშავება არსებული მეთოდოლოგიით დროშია გაწერილი და საზღვრის მონაცემებისგან განსხვავებით ერთ თვემდე პერიოდს მოითხოვს, თუმცა აჭარის შემთხვევაში ესაა ერთადერთი მართებული პრინციპი რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის დასათვლელად. არსებული სტატისტიკის მიხედვით როგორც ველოდით რეგიონში  ტურისტების ზრდა გვაქვს ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, რაც ჩვენი და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა რეგისტრირებული განთავსების ობიექტების გარდა ტურისტები რეგიონში მრავლადაა არარეგისტრირებულ საოჯახო სასტუმროებშიც, რაც კიდევ უფრო ზრდის აჭარაში ჩამოსული სტუმრების სტატისტიკას. ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარეობს ივნისის თვის მონაცემების დამუშავება და თვის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება სურათი, თუ რამდენი ტურისტი სტუმრობდა აჭარას ივნისში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge