png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რთველი 2016 -ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება

  • ეკონომიკა
  • 13.07.2016
  • 15:03
რთველი 2016 -ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2016 - ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. აქედან გამომდინარე, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

,,2016 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 45 თეთრით, 1 კგ საფერავზე - 20 თეთრით, 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 2 ლარით. 2016 წლის რთველის ფარგლებში ყურძენს 100-ზე მეტი ღვინის საწარმო ჩაიბარებს. გასული წლის მსგავსად, სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახე გლეხებს/ფერმერებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ. 2016 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალის რაოდენობა 180 ათას ტონას შეადგენს”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. მას სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება სუბსიდიის სახით აღარ უნდა დასჭირდეს.

,,როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ჩვენი თვითმიზანი არის საერთოდ გამოვიდეთ, სუფსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს დარგს ხელშეწყობა კვლავ სჭირდება. მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ასევე მწარმოებელთა ინტერესების გათვალისწინება”, - განაცხადა მინისტრმა.

ოთარ დანელიას თქმით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სახელმწიფოს ხელშეწყობით მევენახებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომია იაფი ფინანსური რესურსი შეღავათიანი აგროკრედიტის სახით, ხორციელდება აგროდაზღვევა, ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ღონისძიებები, რომლის შედეგად გაზრდილია ღვინის ექსპორტი.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარებით: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 22 ახალი, ხოლო გაფართოებულია 43 ღვინის მწარმოებელი საწარმო. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ დანელიამ ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 40 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.

მიუხედავად საშუალო საექსპორტო ფასების კლებისა, ექსპორტის რაოდენობის მატების ხარჯზე, საერთო შემოსავალი თანხაში 2016 წელს წინა წლებთან შედარებით გაზრდილია როგორც ღვინის, ასევე ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შემთხვევაში.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge