png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა

  • საზოგადოება
  • 13.07.2016
  • 18:47
 მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა  მცხეთის ისტორიული  ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.  გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40  სესიაზე მიიღეს.

საქართველოს დელეგაციას,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სააგენტოს თანამშრომლები წარმოადგენდნენ.

კომიტეტის წევრი  ქვეყნებისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით ახორციელებს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ. კომიტეტის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დეტალურ ანგარიშს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართულებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაციები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან (ICOMOS, ICC ROM).  რომლებიც გააგრძელებენ საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათ შორის მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას.

განხორციელებული აქტივობები (2013-2016)

  • 2015 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.
  • მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული იუნესკო-საქართველო სამწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ექსპერტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობს მუშაობა ქალაქ მცხეთის ქალაქთმშენებლობითი რეგულირების დოკუმენტაციაზე.
  • მსოფლიო მემკვიდრეობის  კომიტეტის გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა და კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მცხეთის ისტორიული ძეგლების ერთიანი დამცავი (ბუფერული) ზონა.
  • 2016 წლის მარტში დასრულდა მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის პროექტზე, რომელიც მოიცავს კანონს მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ და კანონს არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და 2016 წლის ივლისში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა კულტურის სტრატეგია 2025.

 

მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, ხოლო  სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული ქმედებებისა  და საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფის გამო 2009 წლიდან იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge