png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„ოპტიმა ისანი“ მესაკუთრეთათვის ბინების ჩაბარება დაგეგმილზე ადრე დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 15.07.2016
  • 16:04
„ოპტიმა ისანი“ მესაკუთრეთათვის ბინების ჩაბარება დაგეგმილზე  ადრე დაიწყო

 

დეველოპერული კომპანია m2  ახალი კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსს „ოპტიმა ისანს“ გახსნის. კომპლექსი m²-ის ახალი,  ოპტიმალური სამშენებლო ხაზის პირველი დასრულებული ენერგოეფექტური პროექტია. კომპანიამ მესაკუთრეებისთვის ბინების ჩაბარება დაგეგმილზე ათი დღით ადრე დაიწყო და პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია.

238-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ თბილისში, მოსკოვის გამზირის 14ა-ში მდებარეობს და 5,272 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ორი დამოუკიდებელი კორპუსისაგან შედგება. კომპლექსში ოპტიმალური დაგეგმარების ხარჯზე სასურველი ფართის მქონე ბინის შეძენა ნაკლებ ფასადაა შესაძლებელი. ამასთან, გარემონტებული ბინის შეძენით მფლობელი ზოგავს დროს, ფულსა და ენერგიას. „ოპტიმა ისანი“ m²-მა 2014 წელს წარადგინა და 2-ოთახიანი, სრულად გარემონტებული ბინა იმ დროისთვის უპრეცენდენტო ფასად, 29,000 აშშ დოლარად შესთავაზა მომხმარებელს.

საცხოვრებელი კომპლექსი ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მობინადრეები 23%-მდე კომუნალური გადასახადების დაზოგვას შეძლებენ. „ოპტიმა ისანში“ ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. შესაბამისად, მესაკუთრეებს  შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ. ახალ სახლებში მათ საჩუქრად დახვდებათ სრულად მოწყობილი სველი წერტილი და სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. საცხოვრებელი კომპლექსი „ოპტიმა ისანი“ აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით,  მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით. მაცხოვრებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის კომპლექსის მოვლის მომსახურება, რაც დასუფთავებას, გამწვანების მოვლასა და 24-საათიან დაცვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ „ოპტიმა ისანი“ სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

კომპლექსში ბინების 70% უკვე გაყიდულია და სულ მალე მაცხოვრებლების შესახლება დაიწყება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge