png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„თელასის“ მოწოდება: სამუშაოები შეთანხმებით განახორციელეთ

  • ეკონომიკა
  • 19.07.2016
  • 11:30
„თელასის“ მოწოდება: სამუშაოები შეთანხმებით განახორციელეთ

სს „თელასი“ კომპანიის კუთვნილი კაბელების ხშირი დაზიანების შესახებ აცხადებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბოლო პერიოდში გარკვეული სამუშაოების შესრულების დროს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ სს „თელასის“ კაბელების დაზიანების შემთხვევები გახშირდა, რაც იწვევს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.

16 ივლისს მიწის სამუშაოების შესრულების დროს შპს „ჰორიზონტმა“ მექანიკურად დააზიანა სს „თელასი“-ს მაღალი ძაბვის კაბელები. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა საბურთალოს რაიონის 9 322 აბონენტს, რომელთა ელექტრომომარაგება ქვესადგურიდან „საბურთალო-3“ ხორციელდება.

„მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 30 წუთში აღუდგა სარეზერვო ხაზების საშუალებით. დანარჩენი აბონენტების ელექტრომომარაგება 2 საათში აღდგა.

სს „თელასი“-ს ტექნიკური სამსახური პარალელურად აწარმოებდა ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და ამჟამად ყველა კაბელი აღდგენილია.

ამავე დღეს გარე ორგანიზაციების მიერ სს „თელასის“ კაბელების მექანიკური დაზიანების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა კრწანისის რაიონის 630 აბონენტს (ქვესადგური „ორთაჭალა ჰესი“) და საბურთალოს რაიონის 2 ათასზე მეტ აბონენტს (ქვესადგური „პლატო ნუცუბიძე“).

მიუხედავად იმისა, რომ „თელასის“ ტექნიკური სამსახური ყოველთვის ცდილობს ოპერატიულად ჩაატაროს აღდგენითი სამუშოები, ხშირ შემთხვევაში ავარიის ლიკვიდაციისთვის საჭიროა გარკვეული დრო, რაც იწვევს მომხმარებელთა სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კომპანია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა შესაბამის ორგანიზაციას თხოვნით ჩაატარონ სამუშაოები „თელასთან“ წინასწარი შეთანხმებით“, აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge