png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახლადდანიშნული მინისტრი მნიშვნელოვანი პროგრამის ავტორია

  • ეკონომიკა
  • 19.07.2016
  • 12:29
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახლადდანიშნული მინისტრი მნიშვნელოვანი პროგრამის ავტორია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახლადდანიშნული მინისტრი რამაზ ბოლქვაძე მნიშვნელოვანი პროგრამის ავტორია. საუბარია მის მიერ აჭარის სახაზინო სამსახურის უფროსად მუშაობის დროს 2004-2005 წლებში დანერგილ ინოვაციურ პროგრამაზე, რომელმაც სახაზინო სამსახურის მუშაობა სრულყოფილი, უფრო მარტივი და მოქნილი გახადა.

სახაზინო სამსახურის ახალი პროგრამით გამარტივდა მანამდე არსებული ბიუროკრატიული პროცესების გამო დროში გაწელილი ფინანსური ტრანზაქციების შესრულება.

ინოვაციური პროგრამა ბიუჯეტის აღსრულების პროცესზეც დადებითად აისახა.

კერძოდ, დაიწყო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების უფრო ეფექტური განხორციელება.
რამაზ ბოლქვაძეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინოვაცია უკავშირდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რანგში მისი ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად 2014 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვა პროგრამული ბიუჯეტის ფორომატით განხორციელდა,რაც შეიძლება ითქვას მთელს საქართველოშიც კი იმ დროისათვის უპრეცედენტო მოვლენა იყო. ვუსურვებ წარმატებებს ბატონ რამაზს,ჩვენ ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ქვეყნისთვის და რეგიონისთვის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე:

დაბადების თარიღი: 15.02.1977 წ.
დაბადების ადგილი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ხელვაჩაური
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება:
1994-1999 წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; სპეციალობა: ფინანსები და კრედიტი.

სამუშაო გამოცდილება:
2012 – დღემდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
2005-2012 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი;
2004-2005 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - ცენტრალური სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
2000-2004 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინიტრო - ცენტრალური სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე;
1999-2000 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო - ცენტრალური სახაზინო სამსახურის საგადასახადო დავალებათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
1998-1999 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო - ცენტრალური სახაზინო სამსახურის საგადასახადო დავალებათა განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი.

უცხო ენები: ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge