png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

  • ეკონომიკა
  • 19.07.2016
  • 17:30
საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად თურქეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი.  მათ შორისაა  განახლებული, ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება, საქართველოსა და თურქეთს შორის  დამატებით ტრანსპორტის სფეროში  საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შეთანხმება და  ხელშეკრულება სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის  განახლებული ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შეთანხმება უმნიშვნელოვანესია,  ის პასუხობს დღევანდელ გამოწვევებსა და რეალობებს  და საქართველოს თურქეთიდან მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ბოლო 14 წლის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში თითქმის მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა შემოსული.

რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროში  დამატებით გაფორმებულ, კომბინირებული გადაზიდვების შეთანხმებას, როგორც  პირველი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ხელშეკრულება ჩვენი ტერიტორიების გავლით მულტიმოდალური სატრანსპორტო გადაზიდვის შესაძლებლობას ქმნის.    „ამ შემთხვევაში ერთ ხელშემკვრელ მხარესთან გვექნება საქმე, რაც  ტვირთმფლობელებს საქმეს გაუიოლებს და   სარკინიგზო, სახმელეთო და უკვე საზღვაო ტრანსპორტით,  ერთიანი პრინციპით,  აღნიშნულ კორიდორში ტვირთის გატარების შესაძლებლობას მისცემს.  რაც შეეხება საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებულ  სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებას, ის სატვირთო გადაზიდვების, მგზავრთა გადაყვანის, ბარგის გადაზიდვისა და საზღვრის გადაკვეთის სივრცეს მოაწესრიგებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.    

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge