png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 19.07.2016
  • 19:33
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეთ არსლანმა.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთში განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულთა გამო და განაცხადა, რომ თურქეთის სტაბილურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონული უსაფრთხოებისთვის. თავის მხრივ, თურქეთის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს და მის ხალხს თურქეთის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში სტაბილურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. ასევე ითქვა, რომ საქართველო და თურქეთი, როგორც ერთიანი სატრანზიტო დერეფნის მონაწილეე ქვეყნები, დაინტერესებულნი არიან სატრანსპორტო სისტემების განვითარებით, რომელიც გაზრდის აღნიშნული დერეფნის გამტარუნარიანობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სექტორის სხვადასხვა სფეროებში არსებულ ვითარებაზე, გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებიც სრულყოფას საჭიროებენ, რათა ორმხრივი თანამშრომლობის სარგებელი ხელსაყრელი იყოს ორივე მხარისთვის.

გამოიკვეთა ის მიმართულებები, სადაც თანამშრომლობა განსაკუთრებით ეფექტიანია, მათ შორის დასახელდა სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა თურქული ავიაკომპანიების მიერ   ორ ქვეყანას შორის გადაყვანილი მგზავრების ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ ყოველწლიურად 18-20%-ით მატულობს.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საზღვაო სფეროშიც. გამოითქვა მოსაზრება ქართული საზღვაო დროშით თურქი გემთმფლობელების დაინტერესების შესაძლებლობაზე. ითქვა, რომ ქართული საზღვაო დროშის უპირატესობებს წარმოადგენს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და ევროპის თავისუფალ სავაჭრო ზონასთან, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, ნულოვანი საშემოსავლო და მოგების გადასახადი გემთფლობელთათვის და სხვა შეღავათები.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვა სატრანსპორტო მიმართულებებზეც.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი ბათუმში საქართველოს პირველ საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ფორუმი სექტემბერში გაიმართება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge