png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

დუმა რუსეთის მთავრობას ქართული ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს

  • ეკონომიკა
  • 21.07.2016
  • 11:17
დუმა რუსეთის მთავრობას ქართული ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს

რუსეთის  სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომელშიც დეპუტატები მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის “ბორჯომის” იმპორტი აიკრძალოს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან  საუბრისას კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, დოკუმენტი, რომელზაც საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მუშაობს, საქართველოს, მონტენეგროს, ალბანეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის ევროკავშირის სანქციებთან შეერთებას გმობენ და მთავრობას საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

“ჩვენ ვალდებულები ვართ, რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ რუსეთის ფედერაციის  მთავრობას რეკომენდაციით, მიიღოს ანალოგიური ზომები”, - განაცხადა იან ზელინსკიმ.

რუსი კანონმდებლის აზრით, ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის სანქციებს შეუერთდნენ, რუსეთის საპასუხო ზომებისგან ბევრად მეტს დაკარგავენ. კერძოდ, ზელინსკის აზრით, ეს ეხება საქართველოს, რომელმაც რუსულ ბაზარზე თავისი ღვინისა და "ბორჯომის" ექსპორტი საფრთხის წინაშე დააყენა.

20 ივლისს ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ გახანგრძლივებულ სანქციებს ექვსი ქვეყანა შუერთდა, მათ შორის საქართველო.

ყირიმის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ვადა 2017 წლის 23 ივნისს იწურება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge