png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

პოლიტიკოსებს აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ

  • ეკონომიკა
  • 21.07.2016
  • 14:33
პოლიტიკოსებს აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ

"აფბა",  საინიციატივო ჯგუფმა - "მოძრაობა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ" და "ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი" პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციებმა ცალკეულ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდეს, რომ დაინტერესდნენ აზარტული თამაშების საკითხით და წინასაარჩევნო პროგრამებში დააფიქსირონ პოზიცია, რას ფიქრობენ აზარტული თამაშების განვითარებასთან დაკავშირებით.

„აფბას" ანალიტიკოს ზურა კუკულაძის აზრით, აუცილებელია აზარტული თამაშების შეზღუდვა, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისითაც ამ სისტემას სარგებელი არ მოაქვს. "ეკონომიკური ეფექტი პრაქტიკულად ნულოვანია ამ სისტემიდან ბიუჯეტისთვის. რეალურად, აზარტული თამაშების ბიზნესი სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსში სიტყვა შეღავათი არსად წერია, ყველა კარგად ხედავთ, რომ როდესაც სისტემა უნდა იბეგრებოდეს მინიმუმ 600 მლნ-ით, იბეგრება მაქსიმუმ 150 მლნ-ით", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

"მოძრაობა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი პაიჭაძე მოითხოვს, რომ აზარტული თამაშების შეუზღუდავი რეკლამირება მოექცეს ჩარჩოებში და კანონით დარეგულირდეს. "კაზინოებმა, სლოტკლუბებმა, ინტერნეტთამაშებმა,  ტოტალიზატორებმა და მათმა პოპულარიზაციამ მოიცვა მთელი მედია სივრცეც, სატრანსპორტო საშუალებები და შენობები. სათამაშო ბიზნენსს არ აქვს არანაირი სარჩული", - განაცხადა გიორგი პაიჭაძემ.

"ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის" დამფუძნებელ, გიორგი ბახტურიძის განმარტებით, აზარტომანია არის ერთ-ერთი ნარკოდამოკიდებულების სახე, რომელიც ადამიანებში ხშირად იწვევს სავალალო შედეგებს. მისი თქმით, საქართველოში მილიონ ადამიანზე მეტია სათამაშო ბიზნესზე დამოკიდებული და დაავადებული, რაც ამ სფეროში სისტემურმა მიდგომამ გამოიწვია. საბოლოო ჯამში კი, წლის განმავლობაში ამ სისტემაზე დამოკიდებული დაახლოებით ოთხასამდე ადამიანი იღუპება. იგი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს არსებული პრობლემების გადაჭრასა და გამოსწორებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge