png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბიზნესმენთა ფედერაცია: გერგეთის #3 ში მდებარე შენობა ვანო ჩხარტიშვილმა გიორგი ისაკაძესთან შეთანხმებით მიისაკუთრა

  • სამართალი
  • 22.07.2016
  • 13:06
 ბიზნესმენთა ფედერაცია: გერგეთის #3 ში მდებარე შენობა ვანო ჩხარტიშვილმა გიორგი ისაკაძესთან შეთანხმებით მიისაკუთრა

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია დაკარგული ქონების დაბრუნებას სასამართლოს მეშვეობით შეეცდება. როგორც ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გერგეთის #3 ში მდებარე შენობა ვანო ჩხარტიშვილმა გიორგი ისაკაძესთან შეთანხმებით მიისაკუთრა.

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია წარმოადგენს  თითქმის ოცი წლის წინ შექმნილი გადამხდელთა კავშირის უფლებამონაცვლეს და აერთიანებს რამოდენიმე ათეულ წარმატებულ ბიზნესჯგუფს, ასეულობით იურიდიულ პირს და კერძო მეწარმეს. დაფუძნების პირველი დღიდან ფედერაციის მთავარ ფუნქციას  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და გადასახადის თითოეული გადამხდელის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ფედერაცია თავის საქმიანობას მისი წევრების საწევრო შენატანებით შეძენილ შენობაში ახორციელებდა, რომელიც თბილისში, გერგეთის ქუჩა N3-ში მდებარეობს.

2008 წელს, იმ დაპირებით, რომ ფედერაცია უკეთეს შენობაში გააგრძელებდა საქმიანობას, ვანო ჩხარტიშვილმა, საკუთარი კომპანიის მეშვეობით და ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი ისაკაძესთან შეთანხმებით (რომელიც ამავდროულად ჩხარტიშვილის კომპანიის ერთ-ერთი თანამოწილეც იყო), მიისაკუთრა ფედერაციის შენობა, ფედერაციისთვის სანაცვლო ქონების გადაცემის გარეშე. ამისათვის კი მან გიორგი ისაკაძესთან დადებული კაბალური, ფედერაციისთვის საზიანო ხელშეკრულება გამოიყენა თუმცა ამ კაბალური ხელშეკრულების პირობებიც კი არ შეასრულა. შედეგად, ფედერაციამ დაკარგა კუთვნილი ქონება და უფრო მეტიც, ჩხარტიშვილისა და ისაკაძის კომპანიის ქმედებათა გამო, ფედერაციას წარმოეშვა დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულება, რომლის არსებობა დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისთვის კი.

დღეისთვის ვანო ჩხარტიშვილი კვლავ დაპატრონებულია შენობას და მიუხედავად იმისა, რომ  ბიზნესმენთა ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა გამოეჩინა კეთილგონიერება და შენობა დაებრუნებინა ფედერაციისთვის, ჩხარტიშვილი უარს აცხადებს ფედერაციის სრულიად კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე.

ბიზნესმენთა ფედერაციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ამჟამად დავა განხილვის პროცესშია. ფედერაციის ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი ცდილობს შენობის არამართლზომიერი გზებით მასთანვე დაკავშირებულ, ფორმალურად სხვა პირზე გასხვისებას და კეთილსინდისიერი შემძენის იმიტაციის შექმნის გზით ფედერაციის დარღვეული უფლებების აღდგენისათვის ხელშეშლას.

გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ფედერაცია ყველა კანონიერი საშუალებით გააგრძელებს ბრძოლას და დაიბრუნებს მის კუთვნილ ქონებას.

მოვუწოდებთ ყველა იურიდულ თუ კერძო პირს თავი შეიკავოს თბილისში, გერგეთის ქუჩა N3-ში მდებარე ქონებასთან დაკავშირებით, ვანო ჩხარტიშვილთან ან  მასთან დაკავშირებულ პირებთან თუ კომპანიებთან, რაიმე სახის გარიგების დადებისაგან,  რადგან ეს ქონება ვანო ჩხარტიშვილის მიერ უკანონოდ, მოტყუების გზით არის მითვისებული».

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge