png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

კახეთში 300 000 ტონაზე მეტ ხორბლისა და ქერის მოსავალს ელოდებიან

  • ეკონომიკა
  • 23.07.2016
  • 12:15
კახეთში 300 000 ტონაზე მეტ ხორბლისა და ქერის მოსავალს ელოდებიან

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი  ირაკლი შიოლაშვილი  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს დაესწრნენ.

წინა წლებთან შედარებით, წელს თავთავიანი კულტურების  რეკორდულად მაღალი მოსავალია. გაზრდილია როგორც ნათესი ფართობები, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობა.  შირაქის ველზე ხორბალი და  ქერი 32 000 ჰა ფართობზე  დაითესა. საშუალო მოსავლიანობამ  დახლოებით 4 ტონა შეადგინა.

,,მიმდინარე წელს, მხოლოდ კახეთის რეგიონში 300 000 ტონაზე მეტ  ხორბლისა  და  ქერის მოსავალს ელოდებიან, რაც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.  ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში 200 000 ტონამდე მოსავალი უკვე აღებულია. მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით მობილიზებულია 72 ერთეული ტექნიკა, აქედან  შპს ,,მექანიზატორის’’ 52 ერთეული და აზერბაიჯანიდან შემოყვანილი 20 ერთეული კომბაინი.   სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორში არსებული  ტექნიკაც”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კახეთის მხარის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულმა პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი  როგორც ნათესი ფართობების, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდას. 

,,ბოლო  ათწლეულების შემდეგ  რეგიონში უპრეცედენტოდ  მოსავალი  დაფიქსირდა. მოსავლის  შეუფერხებლად აღების უზრუნველყოფისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამატებითი ტექნიკა  აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოიყვანა. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენ ფერმერებს მოსავალი  უდანაკარგოდ აიღონ და დააბინავონ“, -  აღნიშნა კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა.

ადგილობრივი ფერმერები აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი საკმაოდ დიდია. უამინდობის გამო გარკვეულწილად შეფერხდა მოსავლის აღების  სამუშაოების დაწყება, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინსიტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების  დახმარებით, დროულად მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.  კახეთის რეგიონში  სამუშაოებში ჩართულია - 72 ერთეული ტექნიკა (შპს ,,მექანიზატორი“ - 52, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 20), ქვემო ქართლის რეგიონში - 19 ერთეული კომბაინი (შპს ,,მექანიზატორი“ – 9, აზერბაიჯანიდან შემოყვანილი - 10), შიდა ქართლის რეგიონში - 20 ერთეული, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 5 ერთეული, სამცხე-ჯავახეთში - 1 ერთეული შპს ,,მექანიზატორის” კომბაინი. პროცესში აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორში არსებული დაახლოებით იგივე რაოდენობის ტექნიკაც.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge