png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დღეს ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა მოეწყო

  • ეკონომიკა
  • 23.07.2016
  • 14:02
დღეს ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა მოეწყო

თბილისში, სასტუმრო „Tbilisi Marriott“-ში ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა გაიმართა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეულმა მეღვინეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტმა ჯონ ბარკერმა (ახალი ზელანდია) მოამზადა.

ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის მიზანია დარგის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, არსებული თანამშრომლობის  ფორმალიზება და კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იქნება ეს მარკეტინგული ღონისძიებები, თუ კონტროლისა და რეგულაციების საკითხები.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის FAO-ს, ასოციაციის „ქართული ღვინო“, „კახეთის მეღვინეთა გილდიის“, „ქვევრის ფონდის“, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და  მეღვინეობის დარგში დასაქმებული სხვა ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის თქმით, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები დარგის რეფორმირებისა და ინსტიტუციური მოწყობის უფრო ეფექტური მოდელის შემუშავების პროცესში.

ექსპერტმა ჯონ ბარკერმა პრეზენტაციაში ისაუბრა ღვინის სექტორის საჭიროებებზე, მთავრობისა და ინდუსტრიის ინსტიტუციების როლზე დარგის განვითარების საკითხში, კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობაზე დაგეგმარების პროცესში, მოიყვანა წარმატებული ღვინის ინდუსტრიის მქონე ქვეყნების მაგალითები. პროექტის განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია მონაწილეებს შორის.

შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, მსგავს ფორმატში პირველად მოხდა პროექტის განხილვა. როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა,  ეს იყო პროექტის შუალედური პრეზენტაცია, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ექსპერტის მხრიდან წარმოდგენილი იქნება უფრო დეტალური წინადადებები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge