png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

  • ეკონომიკა
  • 25.07.2016
  • 10:58
დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში  პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებისა და კერძო  სექტორის წარმომადგენლები შედიან. 

პირველი ვიცე-პრემიერი ქალაქ  შანხაიში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს და  მოხსენებას გააკეთებს საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც 26-27 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შანხაიში გაიმართება. ბიზნეს ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ჩინური ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების შესახებ. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები საინვესტიციო პროექტებზე    ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, საბანკო  და კერძო სექტორის სხვა სფეროებიდან.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ქალაქ შანხაის პორტსა და ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნობა.  

27 ივლისს პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ და ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის ორგანიზებით დაგეგმილ  ქართული ღვინის საღამოში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმზე ხელმოწერა, კერძოდ: დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინური ორგანიზაციის „Xinhua Net SRICC’s“ პრეზიდენტი  ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის ქართული ღვინის პრომოციის შესახებ E-SilkRoad-ის მეშვეობით.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 28 ივნისს ძიანსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგში გაგრძელდება. პირველი ვიცე-პრემიერი  მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს-ფორუმში, სადაც გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ.

ნანჩანგის ბიზნეს-ფორუმი საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ორგანიზებით ჩატარდება. 

ქალაქ ნანჩანგშივე ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივითა და სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოსა“ და „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქართული ღვინის სახლის „ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანე-ჯუნგეს“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში, სადაც ადგილობრივ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge