png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სებ-ი პრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებას აგრძელებს

  • ეკონომიკა
  • 25.07.2016
  • 11:10
სებ-ი პრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებას აგრძელებს

მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უგანდის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ესტუმრა. რეგიონული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, უგანდელი ბანკირების  პროფესიულ ვიზიტს საქართველოს ეროვნულ ბანკში ორგანიზება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთ აფრიკის ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრმა (IMF East AFRITAC) გაუწია. ქართველმა სპეციალისტებმა აფრიკელ კოლეგებს მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით საკუთარი ანალიტიკური ჩარჩო და გამოცდილება გაუზიარა.

"საქართველოს ეროვნულ ბანკში ვიზიტის განმავლობაში ჩვენმა დელეგაციამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით დაგროვებული ცოდნისა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე მეტად მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. ჩვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში მრავლისმომცველი და კარგად ორგანიზებული იყო. გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, ვიცე-პრეზიდენტ ოთარ ნადარაიას და მთლიანად ეროვნული ბანკის გუნდს, რომლებმაც დრო გამოყვეს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად", - განაცხადა უგანდის ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რობერტ მბაბაზიზმა.

"ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია იმ მიმართულებებით, რომლებიც მეტად რელევანტურია როგორც უგანდისთვის, ისე ზოგადად აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონისათვის, მათ შორის: სესხი/უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მონიტორინგი, კონტრ-ციკლური კაპიტალის ბუფერის ჩარჩოს განვითარება, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების რისკის პოზიციის შეფასება, სისტემურ დონეზე საკრედიტო რისკების შეფასების მიზნით ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი, სტრეს-ტესტების ჩარჩო და ა.შ. განსაკუთრებით გამოვყოფდი მიკრო და მაკროპრუდენციული ზედამხედველობის ინტეგრაციას. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ძალზედ ღირებული ღონისძიებისათვის", - განაცხადა IMF EAST AFRITAC-ის მრჩეველმა საბანკო ზედამხედველობის საკითხებში, დირკ იან გროლმანმა.

"მოხარულები ვართ, რომ უგანდის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ვუმასპინძლეთ და მაკროპრუდენციული ზედამხედველობის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ. მართლაც, მიკრო და მაკროპრუდენციული ანალიზის ინტეგრაცია ძალზე მნიშვნელოვანია ტრადიციული მიკროპრუდენციული ზედამხედველობისთვის და ასევე, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში სწორედ იქნა აღნიშნული, რომ "შემდგომი წლების განმავლობაში, მაკროეკონომიკული მოდელები შესაძლოა უფრო ინფორმატიული გახდეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხილვის პროცესში; თუმცაღა, მოსალოდნელია, რომ ცალკეულ ბაზრებზე რისკების მიკროეკონომიკური ანალიზი და მათი მიტიგაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები კვლავ წამყვან ადგილს დაიკავებს". ეს განსაკუთრებით რელევანტურია განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამავდროულად, სისტემურ დონეზე რისკების შეფასებისთვის მიკროპრუდენციული ანალიზის გამოყენება ბევრი ქვეყნისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ოთარ ნადარაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge