png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შსს ბრალდებებს პასუხობს

  • სამართალი
  • 25.07.2016
  • 11:38
შსს ბრალდებებს პასუხობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გვიან ღამით, თბილისში, ანაპის დივიზიის ქუჩაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც 1985 წელს დაბადებული ბუბა კ. მართავდა.

„ალკოტესტით შემოწმების შედეგად, მძღოლს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პრევენციული შემოწმება დაასრულეს, ავტომანქანის მგზავრებმა - 1971 წელს დაბადებულმა მურაზ ს.-მ და

1976 წელს დაბადებულმა კახაბერ დ.-მ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. პოლიციელების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე მათგანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) დააკავეს.

რაც შეეხება ავტომანქანის დაზიანების ფაქტს, მფლობელის მხრიდან პრეტენზიის გამოხატვისთანავე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

აქვე გვინდა, შევნიშნოთ, რომ სამართალდამცველებისთვის მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური კუთვნილება არც ერთ პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

სამართალდამცველები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად. საპატრულო პოლიციის მიერ ავტომანქანების შეჩერება-გადამოწმება, პრევენციის მიზნით, პერიოდულად ხორციელდება და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვასა და შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას.

პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მასთან მიმართებაში პოლიტიკური განცხადებებისა და ინსინუაციებისგან, რაც ამ უწყების დისკრედიტირებისკენაა მიმართული”, აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge