png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეების ვინაობას, რომლებზეც ზეწოლა განხორციელდა, არ ამხელს

  • სამართალი
  • 25.07.2016
  • 14:14
გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეების ვინაობას, რომლებზეც ზეწოლა განხორციელდა,  არ ამხელს

საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კვლავ თავს იკავებს იმ მოსამართლეების დასახელებისგან, რომლებზეც, მისივე თქმით, ზეწოლა ხორციელდება.

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტს დღეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა ფორმით ხდება ზეწოლა, როდიდან და რა ვითარებაში.

რაც შეეხება მოსამართლეების გავრების დასახელებას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არ არის უფლებამოსილი, სახელი და გვარები დაასახელოს.

„უფლებამოსილი არ ვარ, გვარი დავასახელო, მითუმეტეს საქმეებზე ვისაუბრო. ვთქვი, რომ საჯაროდ არასოდეს არ დავასახელებ გვარებს,ყოველ შემთხვევაში მამანდე, ვიდრე  მოსამართლეა, რათა ზიანი არ მიადგეს საქმის ნორმალურ განხილვას.  თუ მოსამართლეები ჩათვლიან საჭიროდ, თავად ისინი ისაუბრებენ“,-აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ამასთან, მისივე თქმით,  პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, ქონდა სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრთან და მასაც უთხრა, რომ მზად არის შესახვედრად.

„პრემიერი დამპირდა, რომ როგორც კი მოიცლის და დროს გამონახავს, აუცილებლად დაიგეგმება შეხვედრა, მეც მზადყოფნას გამოვთქვამ პრემიერთან შესახვედრად“,- აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ამდენი ხნის განმავლობაში რეაგირების გარეშე იყო დარჩენილი მიმართვები მთავარი პროკურატურისადმი, შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი და იმედი იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება იქნება, არ არსებობს.

„სწორედ ეს მინდა, რომ პოლიტიკურმა ხელმხღვანელობამ გაიზიაროს ინფორმაცია და ერთად მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს რეაგირება, რათა გარანტია ჰქონდეს თითოეულ ჩვენგანს, რომ კი არ გაუარესდება მდგომარეობა, არამედ პირიქით და მოსამართლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, წყნარ, მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ საქმიანობა. ამის შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება, მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება მთავარ პროკურორთან შეხვედრა და არა ის, რომ ბათუმის პროკურატურამ გამომიგზავნა მოსაწვევი, მობრძანდითო.   მთავარი პროკურორი ჩვენ არ დაგვკავშირებია. ცოტა სერიოზულად თუ შევხედავთ საკითხს, ქვეყნის ინსტიტუციებზეა საუბარი. ყველამ უნდა გაიზიაროს ის ფაქტი, რომ ამ ინსტიტუციის ნორმალური მუშაობა დაკავშირებულია ქვეყნის ინტერესებთან. 
თუ საჭირო იქნება, მე მზად ვარ, შევხვდე მთავარ პროკურორს, თუ ვნახავთ, რომ იქიდან იქნება მზადყოფნა“,-განცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge