png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ახალ საკურორტო სეზონს ბეშუმი ახალი წყალმომარაგების სიტემით ხვდება

  • ეკონომიკა
  • 26.07.2016
  • 14:41
ახალ საკურორტო სეზონს ბეშუმი ახალი წყალმომარაგების სიტემით ხვდება

ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე დასმულ პრობლემურ საკითხებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი - კურორტ ბეშუმის სასმელი წყლით მომარაგება და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება იყო. ზურაბ პატარაძე ხულოს მკვიდრთ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას დაპირდა. კურორტის სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებს საკითხის შესწავლისა და რეაგირების დავალება მისცა.

კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცის სამუშაოების განსახორციელებლად შპს ,,B&B" -სთან ხელშეკრულება 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა. სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 229 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის საკურორტო ზონაში შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოების 90 % შესრულებულია. 20 ივლისს კურორტის აღნიშნულ ნაწილში წყლის სატესტო რეჟიმში გაშვება მოხდა, რის შემდეგაც დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამ დროისათვის უკვე გამოსწორებულია. სამუშაოების წარმოება გრძელდება დამატებით ორ უბანზე, სადაც ერთგან სასმელი წყლის მიწოდება ორ დღეში იქნება შესაძლებელი, მეორე უბანზე კი 5 დღეში. ასევე დაგეგმილია საკურორტო ზონის გარეთ ცენტრალური წყალსადენისა და რეზერვუარების მოწყობაც.

რაც შეეხება კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, სამუშაოებს აქ შპს „TUSKI GEOLOGY GROUP"-ი ახორციელებს. სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპილატიტეს ბიუჯეტიდან 312 728 ლარია გამოყოფილი. შესრულებულია სამუშაოების 60 %. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 500 მეტრი სიგრძის კანალიზაციის მილისა და 40 ერთეული საკანალიზაციო ჭის მოწყობის სამუშაოები.

კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წლის სხვა პერიოდში ვერ ხერხდება, გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და კურორტის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და ჰპირდება, რომ სამუშაოები სრულად რამდენიმე დღეში დასრულდება.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge