png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„სოკარ ჯორჯია გაზი“ ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას ახორციელებს

  • ეკონომიკა
  • 26.07.2016
  • 16:16
„სოკარ ჯორჯია გაზი“ ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას ახორციელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოსახლეობასთან შეხვედრებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად გამოიკვეთა გაზიფიცირების მიმართულება. რეგიონში გაზიფიცირების შესახებ სრული ინფრომაციის მისაღებად და არსებული მდგომარეობის შესასწავლად ზურაბ პატარაძე დღეს „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორს დავით ლეკიშვილს და კომპანია „სოკარის“ საქართველოს წარმომადგენლობის რეგიონალურ მენეჯერს საფარ ალიზადას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში მიმდინარე პროექტები. ამ ეტაპზე კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას ახორციელებს. გაზის გაყვანის სამუშაოები 2016 წლის გეგმით ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ქვედა სამების, ბობოყვათის, ქვედა დაგვის, ხუცუბანი-ნაკაიძეების, დაგვის მოსახლეობისთვის მოხდება.

2016 წლის გეგმის მიხედვით მოხდება ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - კაპრეშუმის, ზედა ახალშენის, ახალშენის, ხეღრუს, განახლების, სამების, ქვედა სამების დაქსელვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები 320 კილომეტრიანი მონაკვეთზე ხორციელდება და 4855 აბონენტს მოიცავს.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია 350 ადგილობრივი კადრი. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა სოკარის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისათვის.

„ვხედავთ, რომ ბოლო წლებში უდიდესი შრომაა გაწეული რეგიონის გაზიფიცირების კუთხით, 63 ათასი აბონენტი ნამდვილად დიდი წინსვლაა. მიხარია, რომ ეს მონაცემები კიდევ უფრო იზრდება და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge