png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შსს-მ ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

  • სამართალი
  • 27.07.2016
  • 11:35
შსს-მ ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

მიმდინარე წლის 22 თებერვალს, თბილისში, ზემო ფონიჭალაში, 1972 წელს დაბადებული ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის - მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თვეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნის მიზნით, განხორციელდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება. აღებული იქნა რამდენიმე ასეული ნიმუში საექსპერტო კვლევებისთვის. ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა, მათ შორის, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ფიზიკო-ტექნიკური, ქიმიური, სახანძრო-ტექნიკური და სხვა. მოწმის სახით დაიკითხა ასეულობით პირი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შესწავლილი და დამუშავებული იქნა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი სხვადასხვა ვერსია.

შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, მცირეწლოვნის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით,

1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი გიორგი ხ. თბილისში დააკავეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge