png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დიმიტრი მოსულიშვილმა ალექსანდრე ელისაშვილს უჩივლა

  • სამართალი
  • 27.07.2016
  • 12:22
დიმიტრი მოსულიშვილმა ალექსანდრე ელისაშვილს უჩივლა

 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გაცნობებთ, რომ მე მივმართე თბილისის მერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რადგან გადავწყვიტე, როგორც არქიტექტორმა მეტი დრო დავუთმო ჩემ პროფესიულ საქმიანობას და მუშაობა გავაგრძელო კერძო სექტორში.

მიმაჩნია, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში არქიტექტურის სამსახურის მიერ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ქალაქს და ხელს შეუწყობს მის შემდგომ განვითარებას. დაიწყო და დღეისათვის აქტიურ ფაზაშია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესი. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში შეიზღუდა ინტენსივობის კოიფიციენტის მომატების პრაქტიკა და დარეგულირდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.

აქვე გაცნობებთ, რომ ამა წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანე სარჩელი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ჩემი მისამართით საჯაროდ გააკეთა ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები.

სარჩელი ასევე ჩაბარდა ბატონ ელისაშვილს, როგორც პროცესის მოპასუხე მხარეს.   

იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მიერ მალე დადგინდება სიმართლე და ელისაშვილს მოუწევს მის მიერ გამოთქმული სიცრუისა და ცილისწამების უარყოფა“, აღნიშნულია დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge