png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა

  • პოლიტიკა
  • 27.07.2016
  • 16:14
ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა

"ყველასთვის საყვარელი ადამიანი, რომელიც სულ პოზიტივზეა აგებული. რომლისთვისაც  ამ რაიონის არცერთი პრობლემა უცხო არ არის. სწორედ ამიტომ, ბატონი თემური უნდა წარმოადგენდეს თქვენს რაიონს,"- ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

 “ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი  მოქალაქის გაჭირვება, ტკივილი. ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და რა თქმა უნდა, ვგრძნობთ, რა ხდება ქვეყანაში.“ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც სიძულვილზე არ არის დაფუძნებული.  ჩვენი პარტია არის სიყვარულზე, გაერთიანების იდეაზე ორიენტირებული. გავიარეთ  ეს დაპირისპირების პროცესი, აღარ არის დღეს ამის დრო.  პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ერი ვართ, უნდა გავერთიანდეთ, დავამთავროთ ერთმანეთის ზიზღი, შუღლი, დაპირისპირება, შეურაცხყოფის მიყენება. ერთად უნდა დავდგეთ ყველა და ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ,“ - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

 გიორგი კვირიკაშვილმა 2012 წლიდან დღემდე მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 „2011 წლის შემოდგომაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, გადადგა მოქალაქეობრივი ნაბიჯი და ყველა ჩვენთაგანთან ერთად, მოახდინა გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად განსხვავებული საარჩევნო პროცესი გვაქვს, ადამიანები არიან მეტად თავისუფალნი. 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთ ისეთ სფეროებს ყურადღება, რაც იყო სასიცოცხლოდ მნიშველოვანი, ყოფნა არ ყოფნის საკითხები  ფაქტობრივად- ეს არის ჯანდაცვის სფერო, სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, მაგრამ ყველაფერი ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი ხელისუფლება. ვაცნობიერებთ რამდენი პრობლემა არსებობს,  ვაცნობიერებთ როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს, განსაკუთრებით რეგიონებში და რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი 4 წელი დაეთმობა სწორედ იმას, რომ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ,რათა ყველა ადამიანმა იგრძნოს მეტი ცვლილებები, იგრძნოს მეტი შემოსავალი და იგრძნოს მეტი კეთილდღეობა ოჯახში. ამისთვის, ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა. გვყავს კვალიფიციური, გამოცდილი გუნდი, რომელიც შედგება როგორც ძველი, ასევე ახალი წევრებისგან,“-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 ლანჩხუთელებს სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა  კალაძემ.

 „თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც 2011 წლიდან - დღემდე „ქართული ოცნება“ მოვიდა და მინდა გითხრათ, რომ მართლაც ღირსეულად. რა თქმა უნდა, ამ ოთხი წლის განმავლობაში უამრავი პრობლემა იყო, მაგრამ ჩვენ ეს სირთულეები, ბარიერები გადავლახეთ.ჩვენ ვართ ხალხის მთავრობა, ხალხის ხელისუფლება და ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც  ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამის მოგვარება ერთი ხელისმოსმით შეუძლებელია, თუმცა, მჯერა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ რეალურად არის ის ძალა რომელიც შეძლებს ყველა ამ პრობლემების მოგვარებას. მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია“,-განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge