png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევ კანდიდატთა სია მთავრობის მიერ გადაისინჯა

  • პოლიტიკა
  • 28.07.2016
  • 12:45
საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევ კანდიდატთა სია მთავრობის მიერ გადაისინჯა

 

საქართველოს მთავრობამ 28 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2016 წლისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა  შეიყვანა.

ევა გოცირიძე არის იმ ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ადვოკატთა ასოციაციის მაღალი წარმომადგენლების მონაწილეობით, საჯარო კონკურსის გზით შეარჩია და მოგვიანებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინა.

5 კანდიდატისაგან შემდგარი სიიდან მთავრობამ ევროპის საბჭოს 2016 წლის მაისში ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.

დასახელებულმა კანდიდატებმა ევროპის საბჭოს წინაშე გაიარეს ე.წ. ფილტრაციის პროცედურა ამისათვის სპეციალურად შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში, რომელიც ექსპერტი მრჩევლებისაგან შედგება და რომლის როლია კანდიდატის წარმდგენი ქვეყნისა და ევროპის საბჭოსათვის ამა თუ იმ კანდიდატის შესაბამისობის შესახებ რეკომენდაციების მიცემა.

დადგენილი სტანდარტით, სამპირიანი სია ვარგისიანია, თუ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი მაინც არის განსხვავებული სქესის, და თუ ორი სქესის კანდიდატები ერთმანეთის რეალურ კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალონ; მრჩეველთა მიერ გაცემულ რეკომენდაციებს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიაში წარმოდგენილი კანდიდატების კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად.

ექსპერტების შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილ კანდიდატთაგან ალექსანდრე ბარამიძე სრულად აკმაყოფილებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად ევროპული კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით ითქვა, რომ ევროპულ სასამართლოში მისი, როგორც იურისტის, 11 წლიანი გამოცდილება მთავარი  დადებითი ნაწილია მისი პროფესიული კარიერისა და სასურველია ფლობდეს სხვა პროფესიულ გამოცდილებასაც, ხოლო ნანა მჭედლიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ის მისი კარიერული წინსვლის ამ ეტაპზე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ამავე კრიტერიუმებს, ძირითადად, დადგენილ სტანდარტებთან მისი ხანმოკლე ან არასაკმარისად მაღალი აკადემიური გამოცდილების შეუსაბამობის გამო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სათანადო გამოცდილების უქონლობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველ ექსპერტთა ნეგატიური რეკომენდაცია გასათვალისწინებლად სავალდებულო არ არის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამპირიან სიაში ცვლილების შეტანისა და საქართველოდან წარდგენილი ქალი კანდიდატის იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა ქალი კანდიდატით ჩანაცვლების შესახებ. ამგვარი ცვლილება საქართველოს თავიდან ააცილებს იმას, რომ სამპირიანი სიის დასაშვებობა დადგეს რისკის წინაშე, როცა საქმე ეხება გენდერული ნიშნით დაბალანსებული სიის კრიტერიუმის დაცვასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის „რეალური არჩევანის“ მიცემის მოთხოვნას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge