png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Mastercard-ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ბიზნეს-ლოჟებს კომპანიის ბარათის მფლობელთათვის ხელმისაწვდომს ხდის

  • ეკონომიკა
  • 28.07.2016
  • 16:23
Mastercard-ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ბიზნეს-ლოჟებს კომპანიის ბარათის მფლობელთათვის ხელმისაწვდომს ხდის

კომპანია Mastercard-ი პრემიალური ბარათების მფლობელებს საქართველოს ორი აეროპორტის – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს-ლოჟასთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. როგორც Mastercard-ში განმარტავენ, ბიზნეს-ლოჟების სერვისებით უფასო სარგებლობას ამიერიდან ქართული ბანკების მიერ ემიტირებული Masterсard Platinum® და Masterсard World ® ბარათების მფლობელები შეძლებენ.

კომპანიის ინფორმაციითვე, ბიზნეს-ლოჟაში მაქსიმალურად კომფორტული პირობებია შექმინილი გაფრენამდე დარჩენილი დროის გასატარებლად. სტუმრებს შესთავაზებენ საუზმეულის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ფართო არჩევანს. მომხმარებლის განკარგულებაშია ახალი ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია და ინტერნეტი. გარდა ამისა, თბილისის აეროპორტის ბიზნეს-ლოჟა აღჭურვილია მწეველთათვის საგანგებოდ მოწყობილი ადგილებით და ელექტრონული ტაბლოთი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რეისების შესახებ ინფორმაციის მიღება.

„Mastercard-ი აქტიურად ავითარებს პრემიალურ შეთავაზებას ბარათების ქართველი მფლობელებისთვის და ჩვენ ამ მიმართულებაში დიდ პოტენციალს ვხედავთ. საქართველოში პრემიალური ბარათების მომხმარებლებს უკვე დღეს შეუძლიათ VIP-მომსახურების გამოცდილების მიღება კონსიერჟ-სერვისით გამოყენების გზით, პროგრამა Mastercard Priceless Specials-ის ფარგლებში უნიკალური პრივილეგიებით სარგებლობა, ხოლო ამიერიდან - ქვეყნის ორი უდიდესი ქალაქის აეროპორტების პრემიალური კლასის ბიზნეს-ლოჟასთან წვდომაც. ამით ხაზგასმა გვსურს, რომ Mastercard-ის პრემიალური ბარათი თავისი მფლობელისთვის არა მხოლოდ საბანკო მომსახურების მაღალ სერვისს უზრუნველყოფს, არამედ უნიკალური პრივილეგიებისა და პოზიტიური

შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობასაც“, - აღნიშნა „Mastercard-ის დირექტორმა საქართველოში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იგორ სტეპანოვმა.

საქართველოში Masterсard Platinum® და Masterсard World Elite® ბარათების მფლობელები უნიკალური პრივილეგიების ფართო არჩევანს მიიღებენ პროგრამა Mastercard Consierge-ის მეშვეობით, რომელიც მრავალრიცხოვან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს ხელმისაწვდომს ხდის.

ბარათების ქართველი მფლობელებისთვის დღეს ხელმისაწვდომია შეთავაზებები 10 პარტნიორისგან საქართველოში და 40-ზე მეტისგან - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ შეთავაზებებს შორისაა სასტუმროები, რესტორნები, მანქანების გაქირავების სერვისი და სხვა.

პრემიალური ბარათების მფლობელებს საქართველოში ასევე შეუძლიათ სარგებლობა სერვის Mastercard Consierge-ის მომსახურებით - პირადი ასისტენტების დაშორებული გუნდით, რომელიც მუშაობს 24/7 რეჟიმში. სერვისი უფასოა პრემიალური ბარათის მფლობელისთვის - იმ პირობით, თუ ბარათის გამომშვები ბანკი Mastercard Consierge-თანაა მიერთებული და მოცემული ტიპის ბარათისთვის მომსახურების აქტივიზაციას უზრუნველყოფს.

Mastercard Consierge-ის დახმარებით შესაძლებელია საკითხთა შეუზღუდავი რაოდენობის თაობაზე ასისტენტებისგან ოპერატიული საკონსულტაციო მხარდაჭერის მიღება, მათთვის ბილეთების შეკვეთის, სასტუმროების დაჯავშნის, საქონლის მოძიების, შერჩევისა და ადგილზე მიტანის დავალება, ასევე პრაქტიკულად ნებისმიერი სხვა საორგანიზაციო ამოცანის შესრულება. სერვისი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge