png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

  • ეკონომიკა
  • 29.07.2016
  • 18:30
Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-მა თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკი ზედიზედ უკვე მეხუთედ  დაასახელა საქართველოში წლის საუკეთესო სერვისად ფიზიკური პირებისთვის, ხოლო ზედიზედ მეოთხედ  კორპორატიული სეგმენტისთვის. გარდა ამისა, თიბისი ბანკის იურიდიული პირების ინტერნეტბანკი აღიარეს წლის საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდნენ: ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლების რაოდენობა, მომსახურების ხარისხი, შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობები, ასევე ინტერნეტ და მობაილბანკის დიზაინი და ფუნქციონალი.

"თიბისი ბანკმა ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აღიარება არაერთხელ მოიპოვა, რაც ჩვენთვის საამაყოა. Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურება ლიდერია საქართველოსა და რეგიონში,"- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"მსოფლიოში ყველაზე წარმატებული საცალო და კორპორატიული ბანკები ისინი არიან, რომლებიც ეფექტურად ტრანსფორმირდნენ სრულად ინტეგრირებულ ციფრულ ბანკებად. წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულ ბანკებს ესმით, რომ კორპორატიული და საცალო სეგმენტების კლიენტები ფინანსური პარტნიორებისგან მოელიან ადვილად ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს და ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც სრულად ინტეგრირებულია მათ  ციფრულ ცხოვრებაში," -განაცხადა  ჯოსეფ გარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და სარედაქციო დირექტორმა.

Global Finance უკვე 17 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო მომსახურებას ინტერნეტ და მობაილბანკის  სფეროში.  ჟურნალი  რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებს და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები  შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია.

Global Finance 1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge