png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უნიკალური აღმოჩენა შავ ზღვაში

  • საზოგადოება
  • 30.07.2016
  • 12:34
უნიკალური აღმოჩენა შავ ზღვაში

უნიკალური აღმოჩენა შავ ზღვაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია აჭარას სტუმრობდა,  სადაც შავი ზღვისა და მეთევზეობის სამსახურის საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილე სპეციალისტებთან ერთად, შავ ზღვაში 1960 მეტრ სიღრმეზე განხორციელებული უნიკალური კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

აღნიშნული სინჯები სხვადასხვა ლაბორატორიებში დამუშავდა და დადგინდა, რომ მიუხედავად, მანამდე არსებული თეორიებისა, რომ რომ შავ ზღავში 150–200 მეტრის სიღრმეზე მხოლოდ გოგირდწყალბადის წარმომქმნელი ორგანიზმები არსებობენ, შავი ზღვის სიღრმისეულ ფენებში ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ, რაც იმას ნიშნავს რომ შავ ზღვაში 1960 მეტრის სიღრმეზე აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო მრავალი წელია ახორციელებს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა პროექტ EMBLASS II ფარგლებში საერთაშორისო ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, რუმინელ, ბულგარელ, უკრაინელ, ჩეხ, სლოვაკ და უკრაინელ მეცნიერებთან ერთად, რუმინეთის სამეცნიერო–კვლევითი გემით “Mare Nigrum“. რომელმაც მოიცვა შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთ შელფის (15 სადგური), შავი ზღვა ოდესიდან–ბათუმამდე (14 სადგური) და შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი – საქართველოს სანაპირო (15 კვლევამ საქართველოს წყლებში მოიცვა კონტინენტური შელფის ღრმა ფენები და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, სადაც ბოლო 25 წელზე მეტია კვლევები არ წარმოებულა. ასევე კვლევა მოიცავდა მთელ რიგ კომპონენტებს, ​ მიკროფიტობენთოსი, მეიობენთოსი, მიკროპლანქტონი, იქთიოპლანქტონი, მყარი ნარჩენები ზღვაში, ზღვის ხმაური, პოლუტანტების და ნუტრიენტების რიგი კომპონეტები და სხვა.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ აღნიშნული ექსპედიციის ფარგლებში აღებული იქნა: ფიტოპლანქტონი 62, მეზოზოოპლანქტონის 53, მაკროზოოპლანქტონის 48, იქთიოპლანქტონის 48 დამზოობენთოსის 22 სინჯი, სულ 233 ჰიდრობიოლოგიური სინჯი.

კვლევები მიმდინარეობდა უახლესი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. მოიცავდა ყველა ჰიდრობიოლოგიურ ფრაქციას, პოლუტანტებსა და ნუტრიენტებს, ზღვის ნარჩენებს , ზღვის ძუძუმწოვრებს, ოკეანეოლოგიურ და გეოლოგიურ კომპონენტებს.

2015 წლის ჩათვლით მონიტორინგი წარმოებდა 5 სეზონური დაკვირვების სადგურზე, 2016 წლიდან მონიტორინგის სადგურებს ანაკლია შეემატა.

2016 წლიდან, ზღვის ბიოლოგიური მონიტორინგი ისტორიაში წარიმართა პირველად არამარტო სეზონური დაკვირვების, არამედ პერმანენტული დაკვირვების სადგურზეც. ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს უწყვეტ მონიტორინგის სანაპიროზე.

აღნიშნული მონიტორინგის სისტემა ევროკავშირის წყლისა  და ზღვის სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების პრინციპებთან სრულიად შესაბამისობაშია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge