png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

წალკაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

  • სამართალი
  • 02.08.2016
  • 17:40
წალკაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ანდრანიკ თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1955 წელს დაბადებული ჰაიკ მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ანდრანიკ თ.-მ, პირადი კონფლიქტის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ანდრანიკ მ.-ს „ვინჩესტერის“ ტიპის სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ანდრანიკ მ., მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ჰაიკ მ.-მ კი, ბრალდებული ანდრანიკ თ.-ს ნათესავი, 1961 წელს დაბადებული სამველ თ. „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ანდრანიკ თ. და ჰაიკ მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დააკავეს.

პოლიციამ, ანდრანიკ თ.-ს საცხოვრებელი სახლის და ჰაიკ მ.-ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge