png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

"ახალი მემარჯვენეები", გიორგი ვაშაძე და "გირჩი" საარჩევნო ბლოკს ქმნიან

  • პოლიტიკა
  • 05.08.2016
  • 11:19
"ახალი მემარჯვენეები", გიორგი ვაშაძე და "გირჩი" საარჩევნო ბლოკს ქმნიან

“ახალი მემარჯვენეები“, ახალ პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩთან“ და გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“  საარჩევნო ბლოკს ქმნიან.

ინფორმაცია ამის შესახებ 2030-ს „ახალი მემარჯვნეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამ დაუდასტურა.

 „მთავარი მოტივაცია ამ ეტაპზე, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, არის ის, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ დიდი რაოდენობით დასავლური ორიენტაციის პარტიები, რათა  არ მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი. ჩვენ ვხედავთ, როგორი შემოტევაა სტალინისტების, სოციალისტების, საბჭოთა კავშირის მომხრეების, პრორუსების და ასე შემდეგ. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით,რ ომ ჩვენი პრიორიტეტი არის დასავლური ორიენტაცია. „- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ 2030-თთან საუბრისას. 

კითხვაზე ყოფილ "ნაციონალებთან" ალიანსში ყოფნასთან დაკავშირებით, "ახალი მემარჯვენეების" მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ეს ახლა აქტუალური თემა აღარ არის. 

„ყოფილ "ნაციონალებს" ვხედავთ, როგორც მმართველ პარტია  „ქართულ ოცნებაში“, ისე სხვადასხვა პარტიებში. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს, ვისაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, აქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლება.  შესაბამისად, ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენ, ისევე როგორც, ძალიან კარგია, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს „ქართული ოცნებისთვის“,  სხვა პოლიტიკური ძალებისთვის",- ამბობს მანანა ნაჭყებია. 

იყო თუ არა შეთავაზება სხვა პროდასავლურ პარტიებთან, იგივე „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“  კოალიციურ ფორმატთან დაკავშირებით, მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ მათ თანამშრომლობა შესთავაზეს ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ამ ორმა პარტიამ - „გირჩმა“ და გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ გამოთქვა ბლოკის შემქნის სურვილი.

„ბლოკის კარი ღია, დღეს მართლაც აუცილებელია დასავლური ძალების განლაგება ერთ ფლანგზე, რათა ამომრჩეველს გავუადვილოთ ამ მიმართულებით არჩევანი. მე ვფიქრობ, ამ ტიპის ბლოკის ამომრჩევლები არიან ის ადამიანები, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათთვის მიუღებელია ეს პოლიტიკური ძალა, მაგრამ ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ დაპირებების მიმართ. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი სეგმენტია, თუ გავითვლისწინებთ, რომ ამომრჩეველთან 57 % ჩამოუყალიბებელია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბლოკი კიდევ გამსხვილდეს“ - ამბობს მანანა ნაჭყებია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge