png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„სტარტაპ საქართველოს“ პროექტზე 726 განაცხადია წარდგენილი

  • ეკონომიკა
  • 05.08.2016
  • 11:58
„სტარტაპ საქართველოს“  პროექტზე  726 განაცხადია წარდგენილი

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში  726 განაცხადია წარდგენილი, მათ შორის ინოვაციების ნაწილში 580 განაცხადი,  ხოლო   მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში   - 146 პროექტი.

მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს პროექტებს ორი კვირის განმავლობაში განიხილავენ „სილიკონ ველის“ ექსპერტები, რომლებიც საქართველოში 22 აგვისტოს ჩამოვლენ.  საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ პირისპირ წარსდგნენ ექსპერტების წინაშე და გააცნონ თავიანთი მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა. აღნიშნულ კომპონენტში შემოსულია განაცხადები შემდეგი დარგებიდან: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგეტიკა, ბიო ტექნოლოგიები, ელექტრონული სწავლება და სხვა.

ინოვაციების კომპონენტში მიღებული განაცხადების გადარჩევა უკვე დაწყებულია და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. მიღებულია განაცხადები თითქმის ყველა სფეროდან, მათ შორის წარმოება, მომსახურება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, განათლება, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა. აღსანიშნავია, რომ განაცხადების საკმაოდ დიდი რაოდენობა რეგიონებიდან შემოვიდა.

ყველა განაცხადზე გადაწყვეტილებას  მიიღებს კომიტეტი, რომელიც  შედგება 9 წევრისგან, მათ შორის იქნებიან საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმოადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

 

ინოვაციური ბიზნესიდეების განხილვა განხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე განხორციელდება განაცხადების ზოგადი განხილვა, კერძოდ შეფასდება ინოვაციურობის ელემენტის არსებობა და წარმოდგენილი იდეის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, მიზნებთან და ამოცანებთან.

მეორე ეტაპზე  დაიწყება წარმოდგენილი პროექტების არსებითი განხილვა, რაც მოიცავს კონკრეტული განაცხადის რისკების, ბიზნესმდგრადობის, საინვესტიციო მიმზიდველობის, პროექტის განმახორციელებელი გუნდის უნარების და სხვა მახასიათებლების შეფასებას. პირველ ეტაპზე მოწონებულ ყველა ბიზნეს იდეაზე მომზადდება პრეზენტაცია და წარედგინება კომიტეტს. საბოლოოდ შერჩეული განაცხადები მიიჩნევა კონკურსში გამარჯვებულად.

სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება გამარჯვებული პროექტების სია. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“  მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ მეწარმეებს. პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყების, ან განვითარებისათვის, ეძლევათ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც   ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც  ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი, ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში.  ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით, ამასთან, ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge