png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი იწყება

  • საზოგადოება
  • 06.08.2016
  • 17:48
 ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი იწყება

პროექტ Chekin Georgia”-ს ფარგლებში, 9-14 აგვისტოს ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი „GEM Fest“-ი გაიმართება, რომელსაც 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. პროექტი,  თითქმის სრულად, 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა"ქართუმ"დააფინანსა.
ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს  პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „GEM Fest“–ი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას.
" სერიოზული სამუშაოა ჩატარებული, წელს ველოდებით 40 000-მდე სტუმარს. ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მზად არის. ეს ადგილი თანდათან განვითარდება და სულ უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს. ვფიქრობ, ეს ფესტივალი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი რეგიონის განვითარებისთვის. იგეგმება, რომ გაიზარდოს ფესტივალის  ხანგრძლივობა და აქაურობა იქცეს ადგილად, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ, რომ კარგი დრო გაატარონ. მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ, ნახონ. აქ არის უმაღლესი ხარისხის აპარატურა დამონტაჟებული. მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი სიგუას და მის გუნდს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, თვეების მანძილზე მუშაობენ აქ, ასევე, ქართველ, უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩამოსულები არიან. უამრავი ხალხი მუშაობს ფესტივალის სამზადისზე. ფესტივალი მნიშვნელოვანია  ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სამეგრელო არის გადაჯავშნილი თავიდან ბოლომდე და ძალიან სასიხარულო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება მეტი შემოსავალი,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, Gem Fest-ის გამო ანაკლიასა და განმუხურში რამდენიმე სასტუმროს გადაიარაღება მოხდა და აშენდა ერთი სასტუმრო. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა. პრემიერმა მოუწოდა ყველას, დაესწრონ ფესტივალს.
"აქ იგეგმება რამდენიმე სასტუმროს აშენება, როგორც საოჯახო ტიპის, ასევე მაღალი კლასის. მოვუწოდებ ყველას, ჩამოვიდნენ, ცხრაში იხსნება ფესტივალი. საინტერესო დიჯეები დახვდებათ სტუმრებს, რომელთა კლასი არის ძალიან მაღალი. სიმბოლურია ასევე ის, რომ ჩვენ გვეყოლება ცნობილი დიჯეი აფხაზეთიდან,-" აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge