png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რამაზ ბოლქვაძე: დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის ინტენსიურად ვმუშაობთ

  • ეკონომიკა
  • 09.08.2016
  • 14:24
რამაზ ბოლქვაძე: დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის ინტენსიურად ვმუშაობთ

აჭარაში საინვესტიციო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 7 თვის მონაცემების შეჯასებისას აკეთებს. მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკურად აქტიურ პერიოდი საშემოსავლო გადასახადზეც დადებითად აისახება.
„აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების 2016 წლის 7 თვის დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 84 500,4 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 103 754,7 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 122,8 %-ია.
მნიშვნელოვანია, რომ 7 თვის არაფინანსური აქტივების (კლების) გეგმა 25,7%-იანი გადაჭარბებით შესრულდა,რაც ნიშნავს, რომ რეგიონში საინვესტიციო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, იზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა. ეკონომიკურად აქტიური პერიოდია, რაც აისახება საშემოსავლო გადასახადზე და ამ მიმართულებითაც გვაქვს გადაჭარბება. ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიმათულებით“, აცხადებს აჭარის მთავარი ფინანსისტ/ეკონომისტი.
იანვარ-ივლისის მონაცემებით, აჭარის ნაერთი ბიუჯეტი 20%-იანი, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტი 23%-იანი გადაჭარბებით შესრულდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ნაერთი ბიუჯეტის (7თვე) გეგმა 137 მლნ 728,9 ათასი ლარი იყო, შესრულებამ კი 164 მლნ 955,5 ათასი ლარი შეადგინა, ანუ გეგმა 19,8%-ით გადაჭარბდა.
ბიუჯეტის მონაცემებით, იანვარ-ივლისის ნაერთი ბიუჯეტის გადასახედების მუხლი 119,8-ით, სხვა შემოსავლების მუხლი - 119,8%-, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი ასევე 119,8 %-ითაა შესრულებული.
რაც შეეხება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 7 თვის პარამეტრებს, გეგმა 84 მლნ 500,4 ათასი ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 20 მლნ ლარით მეტი, ანუ 104 მლნ 24,2ათასი ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 23,1%-ით გადაჭარბდა.
საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 19,8%-ის, სხვა შემოსავლების მუხლი - 174,8%-ის, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი - 25,7%-ის გადაჭარბებითაა შევსებული.
რაც შეეხება თვითმართველი ერთეულისა და რეგიოონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს ის ასე გამოიყურება: ბათუმი - 102,4%, ქობულეთი - 142,9%, ხელვაჩაური - 124,1%, ქედას - 159,8%, შუახევის - 269,8%, ხოლო ხულოს ბიუჯეტი 493,9%-ითაა შესრულებული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge