png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ბათუმში პსპ-ს ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 12.08.2016
  • 12:01
ბათუმში პსპ-ს ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა

ბათუმში, ბარათაშვილის 18-ში პსპ ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა. საზეიმოდ ლენტი აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა და ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მელქაძემ გაჭრა.  გახსნის ღონისძიებას ბათუმში მოღვაწე სამედიცინო დაწესებულებების 40-ზე მეტი ექიმი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და პსპ-ს ერთგული მომხმარებლები ესწრებოდნენ.

პსპ-ს ახალი ობიექტი  სამი ნაწილისგან შედგება და  აფთიაქის, სილამაზისა და  ოჯახზე ზრუნვის  კუთხეებს მოიცავს. ობიექტში ცალკეა გამოყოფილი  აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და  ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი  ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული  და ევროპული ცნობილი ბრენდების  პროდუქტების   დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.

ფორმატის განახლებაზე ქართველებთან ერთად, ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის  სპეციალისტები მუშაობდნენ. აფთიაქის კონცეფცია ქართველ მომხმარებელზე გაითვალა.

"PSP 22 წელია, რაც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. ჩვენ  ვართ ინოვაციური კომპანია, რისი დასტურიც არის დღევანდელი ახალი აფთიაქის, ახალი კონცეფციით გახსნა. ეს უფრო მეტია, ვიდრე აფთიაქი. პირველად ასეთი აფთიაქი თბილისში გავხსენით და მოხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ანალოგიური ტიპის  აფთიაქები არამარტო ბათუმში, არამედ საქართველოს  თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება", - აცხადებენ პსპ-ში.

PSP-ს სამივე ნაწილი  მომხმარებელს ყველასთვის  ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. მედიკამენტზე ფასდაკლების დღეები  კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი  და პარასკევი იქნება. „ჩემი ოჯახის ბარათის“ მფლობელები კი დამატებით 5%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ.  ასევე  შეთავაზებული  იქნება  საუკეთესო ფასები ფრანგული და სხვა  ევროპული კოსმეტიკის  პროდუქტებსა და  ბავშვთა  მოვლის  საშუალებებზე. ყველა მომხმარებელი, ვინც მზისგან დამცავ საშუალებას შეიძენს, დასაჩუქრდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge