png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • საზოგადოება
  • 13.08.2016
  • 13:48
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ხეივნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან, სოსო ქარცივაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, თამარაშვილის ქუჩის  გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის სარეაბილიტაციო  სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოების ფარგლებში, თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფი ზოლის 1200 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ქვაფენილი, დაირგვება 2900 ძირი ბუჩქოვანი მცენარე და მოეწყობა მწვანე ბალახის საფარი.  გარდა ამისა, თამარაშვილის ქუჩაზე უკვე დასრულდა ახალი სარწყავი სისტემის გაყვანა და დამონტაჟდა გარე განათების 110 ბოძი. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება საბაღე ფურნიტურის, ნაგვის ურნებისა და სკამების შეცვლაც.

თბილისის მერის განცხადებით, გზის გამყოფ ზოლზე მდებარე ხეივნის რეაბილიტაცია სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, რის შემდეგაც, შემოდგომაზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები დაიწყება.

„თამარაშვილის ხეივანში დაირგვება მცენარეები და  მწვანე ბალახის  საფარი. უკვე მზად არის სარწყავი სისტემაც.  მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ ძალიან საინტერესო სკვერს მივიღებთ. აქ განთავსდება სკამები, იქნება საჯარო ინტერნეტი, რაც დამატებით მოიზიდავს ახალგაზრდებს და იმ პირებს, რომლებსაც სურთ დასვენება და გართობა“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მიმდინარე სამუშაოებს  კომპანია „Green service plus“-ი აწარმოებს. სამუშაოებს ზედამხედველობას  თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური უწევს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge