png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება

  • ეკონომიკა
  • 16.08.2016
  • 10:38
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორცპროდუქტების საწარმო, რომელიც თბილისში შეიქმნება, 190 ადამიანს დაასაქმებს; გათვალისწინებულია 3 755 202 ლარის ინვესტიცია. ხოლო მეორე - მაკარონის, პურ-ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის გამომშვები საწარმო შეიქმნება ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, სადაც გათვალისწინებულია 160 ადამიანის დასაქმება და 320 000  ლარის ინვესტიცია.

მთავრობა დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, კომპანიებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში უნდა შეიქმნას ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია 11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს;

ხოლო ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც, მეწარმეს 57 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 25-წლიანი იჯარით გადაეცემა.

„ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, საქართველოში ჩაის მრეწველობის აღორძინების მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge