png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რამაზ ბოლქვაძემ პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 17.08.2016
  • 13:01
 რამაზ ბოლქვაძემ პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ მალოპოლსკას რეგიონის ვიცე მარშალს ვოიცეხ კოზაკს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო.
აჭარასა და მალოპოლსკას რეგიონებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება,რაც მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. გადაწყვეტილება მხარეებმა სამინისტროში ოფიციალურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
პოლონურ მხარესთან ერთად რეგიონისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს „აჭარის ეკონომიკური ობსერვატორიის“ პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. დელეგაცია აჭარას საპასუხო ვიზიტით ეწვია.
დელეგაციის შემადგენლობაში მალოპოლსკას რეგიონის ვიცე მარშალი ვოიცეხ კოზაკი, მალოპოლსკას რეგიონის საბჭოს წევრი ჟორჟ ლიპიეცი, მალოპოლსკას რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კაზიმერჟ ბარჩუკი, მალოპოლსკას რეგიონის დეპუტატი ჟორჟ ბიდრონი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებიან.
„აჭარის ეკონომიკური ობსერვატორიის“ პროექტი აჭარის დასაქმების ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნას ითვალისწინებს,რომლის ფარგლებში, ერთიანი საინვესტიციო სისტემა შექმნება, რომლის მიზანი სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების აგრეგაცია იქნება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის მართვის თვალსაზრისით, ისევე ცენტრალური თვითმართველობის დონეზე. პროექტი სხვა მნიშვნელოვან ელემენტებთან ერთად დასაქმების ბაზრისა და მეწარმეობის ხელშეწყობის სისტემის გენერალური გეგმის მომზადებას გულისხმობს.

მეწარმეობისა და შრომის ბაზრის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი აქტივობა, რამაც უნდა უზრუნველყოს აჭარის რეგიონისა და მისი საზოგადოების სწრაფი განვითარება. პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების სტანდარტების ზრდაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge