png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნოტარიუსები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ

  • სამართალი
  • 17.08.2016
  • 16:09
ნოტარიუსები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ

 

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა: ორი ნოტარიუსი − სამსახურებრივი გულგრილობის, ხოლო ერთი − სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის  ფაქტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ ნოტარიუსებმა, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შედეგად დაამოწმეს და გასცეს სანოტარო აქტები უძრავი ქონებების განკარგვის თაობაზე არასწორი მონაცემებით ისე, რომ სათანადოდ არ დაადგინეს სანოტარო აქტის მონაწილე პირთა უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული ქმედებებით უძრავი ქონების მესაკუთრეებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

ამასთან, ერთ-ერთმა ნოტარიუსმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ მის მიერ სანოტარო აქტის გაცემისას მოქალაქეს ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაული − ყალბი სანოტარო აქტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება, ზემოაღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. 

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს.

იმისათვის, რომ დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უფლება − მიიღოს მაღალი ხარისხის სანოტარო მომსახურება, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგრძელებს ნოტარიუსთა საქმიანობის მუდმივ ზედამხედველობას, ხოლო მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდება მკაცრი რეაგირება. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge