png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ცნობილი ბელგიური კომპანია Guylian- ი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდა

  • საზოგადოება
  • 23.08.2016
  • 18:25
ცნობილი ბელგიური კომპანია Guylian- ი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი შოკოლადის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის ,,გილიანი“ (Guylian) წარმომდგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის წარმოების კუთხით დაინტერესება გამოთქვეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ  კომპანიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული საინვესტიციო გარემო და ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის, კონკრეტულად კი, თხილის წარმოების მიმართულებით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების მნიშვნელობასა და ქართული პროდუქციისთვის ევროპული ბაზრის პრიორიტეტულობის შესახებ. იური ნოზაძემ  ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და დაცვის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის არსებობა ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრებზე  ქართული თხილის მიმართ ნდობის ამაღლებას.

როგორც კომპანია Guylian-ის წარმომადგენელმა, პოლ ბევერსმა აღნიშნა, შოკოლადის წარმოებაში კომპანია ქართულ თხილს უკვე იყენებს და არის დაინტერესება თხილის წარმოების კუთხით კომპანიამ საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანს თხილის წარმოების კუთხით საქართველოში არსებული გარემოსშესწავლა წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა კომპანია Guylian-ის წარმომადგენლებს სახელმწიფოპროგრამის - თხილისწარმოებისგანვითარებასასოფლო-სამეურნეოკოოპერაციისმხარდაჭერისგზით - ფარგლებში შექმნილი საქართველოში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,დარჩელი თხილი“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის თხილის წარმოების სრული ჯაჭვის განვითარება და ხელშეწყობა.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge