png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ხვალ თბილისში ისრაელური ინვესტიციით ვეფხისტყაოსნის მოტივებზე შექმნილი სასტუმრო იხსნება

  • საზოგადოება
  • 24.08.2016
  • 12:10
ხვალ თბილისში ისრაელური ინვესტიციით ვეფხისტყაოსნის მოტივებზე შექმნილი სასტუმრო იხსნება

25 აგვისტოს 16:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე N4, ისტორიულ შენობაში განთავსებული ახალი სასტუმროს „Rustaveli Boutique Hotel“-ის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

სასტუმრო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, ისრაელური კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მისი ინტერიერი ეფუძნება პოემა „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებს.

გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი დავით ნარმანია და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ლეგენდარული საკალათბურთო გუნდის, თელ ავივის „მაქაბის“ მოთამაშეები. სასტუმროს ნომრები უკვდავი პოემის გმირებისა და უცხო ენაზე ცნობილი მთარგმნელების სახელს ატარებს, ინტერიერში კი მთავარი ადგილი უჭირავს შოთა რუსთაველისა და ტარიელის მსხვილ, ქვაში გამოსახულ პორტრეტებს ერთ-ერთი კედელი ასევე ქვაზე, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, ებრაული) შესრულებულ რუსთველის აფორიზმებს უკავია.

სასტუმროში ისრაელიდან ჩამოტანილ იერუსალიმის ქვისგან შექმნილ ქვაფენილს შევყავვართ. პირველივე შიდა ორ სვეტზე სპეციალურ საცავში განთავსებულია ბიბლიის ხუთწიგნეულის უძველესი გამოცემა და ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი.

სასტუმროში მოეწყო, აგრეთვე, ბიბლიოთეკა, სადაც სტუმარს შეეძლება გაეცნოს ლიტერატურას საქართველოსა და ისრაელის შესახებ, ვეფხისტყაოსნის უცხოურ თარგმანებს, კლასიკოსების შემოქმედებას, ხოლო მონიტორეზე იტრიალებს ვიდეორგოლები საქართველოს კულტურის, ხელოვნების, არქეოლოგიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ. სტუმრებსა და თბილისის ვიზიტორებს სასტუმროში მოემსახურება ახლად შექმნილი კაფე- გალერეა „ფრეშ“, რომელიც მათ მხოლოდ ჯანსაღ კერძებს შესთავაზებს. კაფე-რესტორანს სპეციალურად იტალიიდან მოწვეული შეფ-მზარეული გაუძღვება. სასტუმროს აქვს 80-კაციანი დარბაზი და ბარი. დღის ბოლოს კი სტუმრებისთვის ჯაზისა და კლასიკური მუსიკის საღამოები გაიმართება.

საქართველოს კულტურისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, სასტუმროს ვიზიტორებისათვის (და არა მხოლოდ) შეიქმნა ორი პროექტი: კულტურისა და ექსკლუზიური „ველნეს“ ტურები. ტურებს მოემსახურებიან კვალიფიციური გიდები და ისრაელში სტაჟირებული სამედიცინო პერსონალი.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, შეიქმნა მცირე ბუტიკ-სასტუმრო, თუმცა მასში ჩაიდო 3,5 მილიონი პირადი ინვესტიცია ისრაელიდან, რაც კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ ინვესტორები ისრაელიდან საქართველოში ორიენტირებულნი არიან მაღალი დონის პროდუქციის შექმნაზე.

„სასტუმრო შეიქმნა ვეფხისტყაოსნის მოტივების მიხედვით და ამით ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ კულინარიისა და ხედების, არამედ კულტურის ქვეყანა. აქ შემოსულ თითოეულ სტუმარს ეცოდინება რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ, გაეცნობა როგორც უძველეს, ასევე თანამედროვე ქართულ კულტურას, მიიღებს მაღალი დონის მომსახურებას, მოუსმენს ჯაზს, კლასიკურ მუსიკას, მიირთმევს მხოლოდ ჯანსაღ კერძებსა და სასმელს“, _ აცხადებს იციკ მოშე.

ცნობისთვის: ამჟამად საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ეგიდით თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების ხუთი პროექტი მიმდინარეობს. „Rustaveli Boutique Hotel“ ერთ-ერთი მათგანია, დანარჩენი კი რამდენიმე თვეში დასრულდება. ისრაელური ინვესტიციით პროექტების განხორციელება 2015 წლის აგვისტოში იერუსალიმში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობითა და თბილისის მერის მონაწილეობით ჩატარებულ ბიზნეს ფორუმზე გადაწყდა. ხუთივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 100 მლნ დოლარს აღწევს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge