png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძეს პასუობს

  • პოლიტიკა
  • 24.08.2016
  • 15:01
ცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძეს პასუობს

ცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს, რომნელსაც  გთავაზობთ უცვლელად:

„ბატონო დიმიტრი, თქვენი გუშინდელი  გამოსვლა აგონიაში მყოფი ადამიანის  ქცევას ჰგავდა.

შიში იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიას, როგორც თქვენს ერთადერთ საყრდენს გამოგაცლიან და დარჩებით თქვენი გახუნებული სახელით თქვენს მიერ ოთხი წლის წინ მოტყუებულ ამომრჩევლების წინაშე,  უსაფუძვლოა!

მე, ცეზარ ჩოჩელს, მირჩევნია პასუხისმგებლობა მქონდეს ხალხთან, ვიდრე რომელიმე პარტიასთან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის - უპარტიოდ დაყენება. ამომრჩევლებთან შეხვედრისას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს  იმ  ფაქტს,  რომ მე არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ. ათეულობით წელია რაც მე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვედი და ამ დროის განმავლობაში ხშირად მსმენია, რომ ცეზარ ჩოჩელის უკან ესა თუ ის ძალა, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, ესა თუ ის გავლენიანი პოლიტიკოსი დგას. წლების განმავლობაში შენნაირები არაერთხელ შეეცადნენ ჩემი სახელის დისკრედიტაციას, ყველანაირი სისაძაგლე სცადეს, მაგრამ ვერაფერი დამაკლეს, რადგან, მე მოვდივარ ჩემი  სახელითა და გვარით, ჩემი გზით, ჩემი სიმართლით - ჩემი სიმართლე კი ჩემი ხალხის, ჩემი სამშობლოს ერთგულებაა !

იმ ხმებს (ჭორებს) თითქოსდა  ,,ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იგი ქართული ოცნების კანდიდატია'', თავად თქვენი  გარემოცვა ავრცელებს. მიზანი ერთი გაქვთ - იქნებ ზემო ეშელონების წარმომადგენლებმა გულთან მიიტანონ თქვენი გაჭირვება, გაიღონ მოწყალება და პარტიულ სიაში მოგახვედრონ...

ასევე თქვენივე გარემოცვა ავრცელებს ხმებს  თითქოს ,,სხვადასხვა პიროვნებები ხელს გიშლიან, არ გაძლევენ მუშაობის საშუალებას.’’ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე რომ თქვენ მაქსიმალურად ცდილობთ აირიდოთ პასუხისმგებლობა,  სამაგიეროდ გქონდეთ საბაბი ზემო ისტანციებში თავის მართლების.

არ დაგიმალავთ, მე უფრო ღირსეულ კონკურენტად აღგიქვამდით, ბოლომდე იმედი მქონდა რომ  საარჩევნო დაპირისპირებას  ღირსეულად შეძლებდით, მაგრამ ბოლო დღეების თქვენმა ქმედებებმა ყველაფერი საპირისპიროდ აჩვენა. მცხეთის რაიონის მოსახლეობას რომ არ სურს წინასაარჩევნოდ თქვენთან შეხვედრა, ეს არაა ცეზარ ჩოჩელის ბრალი. ეს პირადად  თქვენი, რეგიონში ოთხწლიანი  უნიათო დეპუტატობის ბრალია...

სამარცხვინოა, რომ  დიმიტრი ხუნდაძის, როგორც მცხეთის რეგიონის დეპუტატის მოღვაწეობა შემოიფარგლება მხოლოდ  ახლო ნათესავების დასაქმებით. მე  იმით კი არ ვარ ამაყი, რომ ოდესღაც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ვიყავი, არამედ იმ გაკეთებული საქმეებით, რაც მაშინ მე შევძელი. შეგახსენებთ, რომ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში  თქვენი და, მამა და სიძე უშუალოდ ჩემს გვერდით მოღვაწეობდნენ და სამუშაო ადგილების დაკარგვის   შიში  არასოდეს  გაჩენიათ. ამის  შემდეგ კი თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს ჩემს გარემოცვას, მაშინ, როდესაც  ჩემი  გუბერნატორობის პერიოდის   ყველაზე ნეგატიური ფიგურები დღეს თქვენი გუნდის წამყვანი წევრები არიან ?!

თქვენ  ჩემს პიროვნებას ალტერნატიული უწოდეთ - ბავშვობაში სპორტით ვიყავი გატაცებული და ყოველთვის ძირითად  შემადგენლობაში  ვიყავი, სათადარიგო არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები, მითუმეტეს  - დიმიტრი ხუნდაძის !

რაც  შეეხება  ალტერნატივას,  მე გთავაზობთ ხალხთან  შეხვედრის  ალტერნატიულ გზას -  ხალხი  თქვენთან შეხვედრაზე  არ გამოდის, მაშინ,  როდესაც ჩემთან შეხვედრის მოლოდინებია  შექმნილი.   ჩემი მოსახლეობასთან შეხვედრის  კალენდარი მალე  დასრულდება და პირადად  გადმოგცემთ - ერთად  გავიდეთ  ხალხში და  ერთად ვისაუბროთ   გასული  ოთხი წლის განმავლობაში  გაკეთებულ საქმეებზე. დამიჯერეთ, სააგენტოებში და მედიასთან თხოვნა-მუდარით   სიარულს  ასე  ჯობია. სამომავლო  დანაპირებებისაგან კი  ცოტა  ხანს  თავი   უნდა  შეიკავოთ  - ეს  ჩემი  მეგობრული რჩევაა. 

ხალხს ახსოვს ცეზარ ჩოჩელის დამსახურება  და ამის მტკიცებულება ოქტომბრის არჩევნები იქნება, ის არჩევნები, სადაც თქვენ გამარჯვების მინიმალური შანსიც კი არ გაქვთ !

ბატონო დიმიტრი ყველაფერს  აქვს  დასასრული, მათ შორის პოლიტიკურ  კარიერასაც.  კაცმა, ვაჟკაცმა  ღირსეულად  წასვლა უნდა იცოდეს, სამწუხაროა რომ აქაც  გამიცრუეთ იმედები.    

ჩემი ხალხის ერთგულება ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ბატონო დიმიტრი და   ბოლომდე ვაპირებ მათი ინტერესების დაცვას !

რაც  შეეხება  დებატებს, გპასუხობთ   -   თავად  აირჩიეთ  დროც  და მედია  საშუალებაც    მე  მზად  ვარ.  ვწუხვარ  რომ  ამ დებატებით,   საკუთარი გუნდის თვალში ბოლო შანსს და ავტორიტეტსაც დაკარგავთ.  ხალხზე  აღარ  ვლაპარაკობ,   მოსახლეობის  თვალში დიდი ხანია  ავტორიტეტი  აღარ  გაქვთ!“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge