png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია" მონაწილეებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 24.08.2016
  • 21:11
საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია" მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია" მონაწილეებს შეხვდა დასერთიფიკატები გადასცა.

პროექტი „მე და კონსტიტუცია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით  ორგანიზაცია „დემოკრატიისლაბორატორიამ" განახორციელა და მის მიზანს კონსტიტუციის პოპულარიზაცია და ქვეყნის უმაღლესი კანონის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა.

პროექტში ჩართული იყო საქართველოს 500-მდე საჯარო და კერძო სკოლა.

პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილე მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღემიულოცა.

 "დღევანდელი დღე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. 21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ქართული სახელმწიფოსთვის  ესუმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიიღო.

დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებს და ძირითად მიმართულებებს.

კონსტიტუცია, ალბათ არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი. კონსტიტუცია შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების,მშვიდობიანად განვითარების, მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო.

ამ დოკუმენტის ირგვლივ ფუნქციონირებს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ არამხოლოდ. ამ დოკუმენტში დაცულია ის ძირითადი უფლებები დათავისუფლებები, რომლებიც თანამედროვე სახელმწიფოში ადამიანს  სახელმწიფოს მშენებლობის არა უბრალოდ სუბიექტად აქცევს, არამედ ამ პროცესის მთავარობიექტად თვლის.

თავისუფალი ადამიანების მიერ შემქნილი თავისუფალი საზოგადოება, სწორედ ამ დოკუმენტის სულისკვეთებაში იკვეთება.

25 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობას მივაღწიეთ და ამ გზას ახლა თავისუფლების მიმართულებით ვავითარებთ. სწორედ კონსტიტუციით, კონსტიტუციისპატივისცემით, მისი ღრმა შესწავლით, ჩვენ ვადგევართ ამ გზას.

ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ეს დღე გამოცხადდეს უქმედ და ალბათ, რაღაც კონკრეტულ მომენტში ჩვენ ამას მივაღწევთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გორის მე-2  საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ქურდაძე, რომელმაც „ანდროიდის" სისტემისათვის „საქართველოს კონსტიტუციის" მობილური აპლიკაცია შექმნაპრეზიდენტმა კომპიუტერით დააჯილდოვა, ხოლო პროექტში მონაწილე თბილისის 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სმენის არმქონე დასმენადაქვეითებული პირებისათვის საქართველოს კონსტიტუციაში გამოყენებული ტერმინოლოგიის შესაბამისი ჟესტები შეიმუშავეს, პლანშეტებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge