png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ანა დოლიძემ და კახა კოჟორიძემ მერიასთან მოშიმშილე "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები მოინახულეს

  • საზოგადოება
  • 25.08.2016
  • 13:41
ანა დოლიძემ და კახა კოჟორიძემ მერიასთან მოშიმშილე "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები მოინახულეს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ დღეს,თბილისის მერიასთან მოშიმშილე „პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები მოინახულეს.

„ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ყველა ჩვენთაგანის ფუნდამენტური უფლებაა. გასაგებია, რომ მოქალაქეები წუხან ამ უფლების განხორციელებაზე, თუმცაშიმშილობა პროტესტის ყველაზე რადიკალური ფორმაა. მოვუწოდებთ მათ, რომ შიმშილობის აქციით განსაკუთრებით დიდი ზიანი არ მიაყენონ საკუთარჯანმრთელობას.

დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგენილი მეთოდებით, ბუნებრივია, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა განახორციელონ საკუთარი სურვილები და უნდაგანახორციელონ საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნა.

უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისი თვითმმართველი ერთეულია. თვითმმართველობას თავისი მაკონტროლებელი ორგანოები გააჩნია. რა თქმა უნდა,თვითმმართველობა პასუხისმგებელია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომეს ყველაფერი კარგად იმუშავებს.

შესაბამისად, პრეზიდენტის სახელით, იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დაწესებულია მსგავსი შემთხვევებისათვის ეფექტურადამუშავდება",- განაცხადა ანა დოლიძემ მოშიმშილეებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძემ იმედი გამოთქვა, რომ გამწვანებასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებითდედაქალაქში არსებული პრობლემები საბოლოოდ დარეგულირდება.

„ჩვენ მოვინახულეთ მოშიმშილეები და ჩვენი თხოვნაა მათდამი, რომ იქნებ კიდევ იყოს დიალოგის რესურსი, იქნებ კიდევ გამოინახოს გზები იმისთვის, რომდიალოგის რეჟიმში და არა ასეთი რადიკალური ფორმებით დაფიქსირდეს პროტესტი.

ამ ქალაქში მართლაც, რომ არსებობს გამწვანებასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს წლების განმავლობაში ასე გრძელდება, ძალიან დიდი ხანია, და იმედია,რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ დაადგება საშველი და დარეგულირდება ისე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ კვლავ სურვილი თავიანთი პროტესტიასეთი რადიკალური ფორმებით დააფიქსირონ", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge