png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

შსს-ს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია

  • საზოგადოება
  • 28.08.2016
  • 11:20
შსს-ს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი ქრისტიან მალანგა ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის მიზანი საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიზაციის პროცესების გაცნობა იყო.
დელეგაციის წევრების განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში პოლიციისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში განხორცილებული რეფორმები წარმოადგენდა. ამ მიზნით, დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს - „112“ ეწვია.
კონგოელი სტუმრები შსს-ს აკადემიის სასწავლო პროცესს, ასევე, მომსახურების სააგენტოსა და მეხანძრე-მაშველების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სპეციალურად მათთვის რამდენიმე პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების საქმიანობას ასახავდა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერთა ვიზიტი საქართველოში ბრიტანული ორგანიზაცია „Enterprise and Parliament Dialogue International“-ის ინიციატივით და საქართველოს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge