png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს დელეგაცია ეწვია

  • პოლიტიკა
  • 30.08.2016
  • 17:06
 საქართველოს განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოსა და განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. მხარეები თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ. განას რესპუბლიკა სხვადასხვა სფეროში საქართველოს  გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს განას საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს მოქმედი გენერალური დირექტორი ედვინ ადჯეი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან  განას საგარეო უწყების ევროპული ბიუროს დირექტორი რამსეს კლელანდი, საქართველოში განას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. თეირანი) ალჰაჯი ბავა გუბერტ აიემბილაჰი და საელჩოს მრჩეველი ჰერბერტ ედი-ნეთთი. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ განას რესპუბლიკის მხრიდან მაღალი დონის დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში.  

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნა საქართველოსა და განას რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, სპორტისა და კულტურის სფეროებში. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა. მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-განას ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართოს რეგულარულად, ხოლო შემდეგი შეხვედრა 2017 წელს ქ. აკრაში შედგეს.

პოლიტიკური კონსულტაციების დასრულების შემდგომ განას დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარებმა მზადყოფნა გამოთქვეს შენარჩუნდეს ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს არსებული ურთიერთობის  დადებითი დინამიკა, მათ შორის გაიცვალოს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები. სტუმრებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს საქართველოში გატარებული რეფორმებით და მზადყოფნა გამოთქვეს მთელ რიგ მიმართულებებში (კარგი მმართველობა, ბიზნესის წარმოება, საბაჟო ინსპექტირება და სხვა) საქართველოს გამოცდილება გაიზიარონ.

ვიზიტის ფარგლებში განას დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოში გატარებული რეფორმების ადგილზე გაცნობის მიზნით დაგეგმილია მათი საინფორმაციო ვიზიტები იუსტიციის სახლში, ტექნოლოგიურ პარკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და ქ. თბილისის ეკონომიკური გაფორმების ზონაში. დელეგაცია ასევე ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და გაეცნობა ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge