png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უზბეკეთში, 31 აგვისტოს დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

  • მსოფლიო
  • 30.08.2016
  • 18:11
 უზბეკეთში, 31 აგვისტოს დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

უზბეკეთში 31 აგვისტოსთვის დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო, რომლებიც დამოუკიდებლობის 25 წლისთავს ეძღვნებოდა. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, გასულ წლებში მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი.

თუმცა ამჯერად ვრცელდება ინფორმაცია ისლამ კარიმოვის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე გაურკვეველია სადღესასწაულო ღონისძიებების გადადება უკავშირდება თუ არა პრეზიდენტის ავადმყოფობას. გაურკვეველია ასევე, გაიმართება თუ არა სახალხო ზეიმი, რომელიც უზბეკეთში 1 სექტემბერს იმართება.

რუსული მედიის ცნობით, უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ დასტურდება. ,,ბიბისი“ რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის აპარატში უარყოფენ ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში არავითარი ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.

,,მის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც სტაბილურს“ - აცხადებს წყარო ,,ინტერფაქსთან“, ასევე ,,რია ნობოსტისთან“ თუმცა სააგენტოები წყაროს ვინაობას არ ასახელებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვიც.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს უზბეკეთის მთავრობამ გაავრცელე განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისლამ კარიმოვი სტაციონარულ მკურნალობას გადის, თუმცა დიაგნოზზე არაფერია ნათქვამი.

“სპეციალისტთა აზრით, სრულ სამედიცინო გამოკვლევასა და შემდგომ მკურნალობას გარკვეული დრო დასჭირდება”, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.

უზბეკეთის პრეზიდენტის, 78 წლის ისლამ კარიმოვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია 29 აგვისტოს პრეზიდენტის შვილმა, ლოლა კარიმოვა-ტილიაევამაც გაავრცელა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ მისი მამა ინსულტის გამოა ჰოსპიტალიზებული.

“ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო ის ჰოსპიტალიზებულია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური”, - წერს კარიმოვა.

ცნობისათვის, ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან მართავს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge