png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

  • საზოგადოება
  • 31.08.2016
  • 14:26
კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს  განაგრძობენ

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს  განაგრძობენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, ირაკლი შიოლაშვილი ელექტორატთან შეხვედრას განაგრძობს.

 ამჯერად იგი ქალაქ დედოფლისწყაროში, ფორე მოსულიშვილის ქუჩისა და ე.წ. ხევსურების დასახლებაში შეხვდა ამომრჩეველს. ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივებს მოუსმინა და მათ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ესაუბრა.

„ ამ 4 წლის განმავლობაში უამრავი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში. უამრავმა თქვენგანმა ისარგებლა იმ სიკეთეებით, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განხორციელდა ქვეყანაში. ჩვენ შევძელით და მოვახდინეთ აქ, ამ ქალაქში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემის გაწმენდა, ბიბლიოთეკის, საბავში ბაღის შენობის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების აღდგენა, გარე განათების მოწყობა,წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ერთად გავალამაზებთ დედოფლისწყაროს. მე ვიქნები თითეული თქვენთანაგის ხმა საქართველოს პარლამენტში და ვიდგები თითოეული თქვენთაგანის გვერდით“,– განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ირაკლი შიოლაშვილმა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების -პატარძეულის, შიბლიანის, ბადიაურის, მზისგულის, ყანდაურის, ვერხვიანისა და კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდა.

 სახელისუფლებო კანდიდატი ამომრჩევლებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრებისას  ყურადღება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა.

ადგილობრივები ასევე დაინტერესდნენ მიწის რეგისტრაციის საკითხით.

მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით მიწის რეგისტრაცია გამარტივდა. ამასთან, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ,  საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ.

„მოსახლეობა შეძლებს საკუთარი უძრავი ქონების უფასოდ დარეგისტრირებას, რაც აქამდე საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული“,-განუცხადა ადგილობრივებს რომან მუჩიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge